მინიმუმ 2 ოქროს უნდა ველოდოთ - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/georgianfencing

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ტურნირი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 17 ივნისს დაიწყება და 22 ივნისამდე გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ასე გამოიყურება:

ხმალი. ვაჟები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკოლოზ შენგელაია

რაპირა. ვაჟები: ლაშა გალუაშვილი, ლუკა ღაღანიძე

ხმალი. გოგონები: თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი

როგორც Sportall.ge-სთან საუბარში ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ აღნიშნა, ჩვენი ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატზე, მინიმუმ, ორ ოქროს მედალს უნდა ველოდოთ.

"დიუსელდორფში 15 ივნისს მივემგზავრებით. ევროპის ჩემპიონატი არის ყველაზე ძლიერი
ტურნირი. იტალიელები, რუსები და უნგრელები ძალიან კარგად ასპარეზობენ, თუმცა ვთვლი, რომ ყველაზე ძლიერი კონკურენტები ჩვენ ვართ სხვა მონაწილეებისთვის. ჩვენი ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატზე, მინიმუმ, ორ ოქროს მედალს უნდა ველოდოთ", - აღნიშნა მერაბ ბაზაძემ.

ავტორი: რუსკა კილასონია


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული