ბაზაძე უმედლოდ დარჩა... მეორე დასანანი მარცხი ქართველისგან...

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პირველ დღეს ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის მე-4 ნომერ არონ შილადთან დამარცხდა, რის გამოც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კიმ ჯონ ხვანთან გადაინაცვლა..

ქართველმა მოფარიკავემ შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და შესვენებაზე 8:7 გავიდა, 22-ე ქულის გათამაშების შემდეგ სამხრეთ კორეელმა სპორტსმენმა ჯერ ფეხის ტრავმა მიიღო, შემდეგ გეიმში კი თავის, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, საბოლოოდ, შეხვედრა კორეელი სპორტსმენის გამარჯვებით 15:11 დასრულდა, სანდრო კი ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, ბაზაძემ პირველსა და მეორე წრეში ეგვიპტის
ორი წარმომადგენელი მოჰაბ სამერი (15:10) და ზიად ელსისი (15:12), მეოთხედფინალში კლასიფიკაციის ლიდერს, ო სან უკის (15:13) სძლია, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი არონ შილადთან 15:13 დამარცხდა.

alt სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოსმედალოსანია










მკითხველის კომენტარები / 26 /
... Მეორე დასანანი მარცხი ქართველისგან? Ქართველთან წააგო? Თუ ქართველისთვის... Წერე ქართულად!
Ემიგრანტი
25 ივლისი 2021 14:39
0
ჩაგვრას ყოველთვის აქვს ადგილი ამიტომ ადვილად დასაჩაგრს ეძებენ და ჩვენი სახით პოულობენ ხოლმე კიდეც. ბაზაძემ განაცხადა რომ მსაჯებს ამ თაღლითობას არ შეარჩენს და უჩივლებს. ვნახოთ.
გიორგი
25 ივლისი 2021 13:40
0
ჩვენთვის სანდრო უკვე ჩემპიონია!!!
პროფესორ
24 ივლისი 2021 20:00
0
ყველა ვარიანტში მადლობა სანდროს კორეელ ვარსკვლავთან მოგება ფანტასტიკის სფეროდან იყო ვინც იცის ფარიკაობის ავან ჩავანი .
zurabi
24 ივლისი 2021 18:40
1
თანაბარ ბრძოლაში მსაჯი სულ ,,დაგვწვავს,,. თან ამ სახეობაში და სხვაგანაც მედალს ასე ადვილად არავინ მოგვცემს. აგერ ჩხვიმიანს 60კილოში ცოცხალი თავით გდება არ ჩაუთვალეს იმიტომ, რომ ოქრო იაპონელმა უნდა აიღოს. აქაც ქართველი მედალზე მათთვის უხერხულად ჟღერს. ჰოდა მსაჯი და მისი ჯანი..
: )))))))
24 ივლისი 2021 16:37
0
საწყენია ორმაგად, რადგან მამამისი თავდაჯერებით ამტკიცებდა, ოქრო ჯიბეში გვაქვსო.
ზურაბი
24 ივლისი 2021 16:32
7
სოსო,:))) თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ.შე დალოცვილო,რად გინდა ამდენს რომ წერ??? ჩვენი თვალით ხომ ვნახეთ რაც მოხდა.
....
24 ივლისი 2021 18:44
1
ნახევარფინალში სანდრო სულ დაობდა და მსაჯებთან ბრძოლით იცავდა თავის ჩხვლეტებს,თუმცა გაფრთხილება მისცეს და გაპროტესტების საშუალება შეუზღუდეს.არც ერთი შემთხვევა არ იყო,როცა სანდროს სასარგებლოდ გადაწყვიტეს რაიმე სადავო,თავიდანვე.ბოლოსკენ კი,რაც ჩანდა,აშკარად სანდროსი რომ იყო,ის ჩხვლეტა ჩაუთვალეს მეტოქეს და ამის შემდეგ,სანდრო უკვე გადამწვარი იყო.მესამე ადგილისათვის ბრძოლაში,პირველი ნახევარი გაიმარჯვა,მაგრამ გადამწყვეტ მომენტში,უკვე ნერვებმა უმტყუნა და თითქმის უბრძოლველად დათმო,ბოლო ქულები.ასევე დაწვეს,ლუხუმ ჩხვიმიანიც,მეოთხედ ფინალში.
სოსო
24 ივლისი 2021 17:35
1
რა უბედურებაა ეს, მსაჯების უკანონობას ვერაფერს ვუპირისპირებთ? ან ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს, ან განმეორება თუ რა ხდება? ვუჩივლოთ უფრო მაღალ ინსტანციებში, ხვალ-ზეგ უფრო მეტად რომ არ დაგვჩაგრონ.
თენგაბი
24 ივლისი 2021 16:30
1
იმიტომ კია არა ქართველები რომ ვართ, ასეთი უსამართლობა 21–ე საუკუნეში ოლიმპიადაზე არ უნდა ხდებოდეს!გაპროტესტების საშუალება მაინც რომ იყოს...
....
24 ივლისი 2021 16:29
0
ასეა რა ქართველი მინიმუმ ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს, რომ მოიგოს, თანაბარ ბრძოლაში შანსი არაა მსაჯები არასოდეს დაიჭერენ ჩვენს მხარეს.
hhh
24 ივლისი 2021 14:40
0
13-13-ზე რამოდენიმეჯერ გადავახვიე და სანდროს ეკუთვნოდა წულა 100%.რასაც ჰქვია წაართვეს ქულაც და მედალიც
საქართველო
24 ივლისი 2021 14:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული