2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამართულ ფარიკაობის შეჯიბრებაში ქართველმა სანდრო ბაზაძემ მე-4 ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალურ დაპირისპირებას, სადაც სანდრო უნგრელ სილაგს დაუპირისპირდა, სკანდალური დასასრული მოჰყვა. საქმე იმაში გახლდათ, რომ 27-ე გათამაშებაში ქართველის მიერ მოპოვებული ქულა მოწინააღმდეგეს ჩაუთვალეს და შეხვედრის მოგებისთვის ერთით ნაკლები ნაბიჯი გადაადგმევინეს. ამაზე განრისხებული ბაზაძე მსაჯებს დიდი ხნის განმავლობაში ეკამათებოდა, თუმცა აღარაფერი შეიცვალა.
დღეს, 27 ივლისს, მოფარიკავემ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა:
"მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო... პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის !!!
თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა რო ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ !!! მე ვარ ქართველიი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ .... სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და თამამად ვიტყვი რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა ... მიყვარხარ საქართველო მიყვარხართ ქართველებო და დიდი მადლობა !!! I'll be back very soon !!!!" - წერს სანდრო.