როგორც ბაზაძე აღნიშნავს, ის ოლიმპიურ მედლებს იმსახურებდა, რის გამოც ბრძოლას აგრძელებს.
“არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს! როგორი სამწუხაროა რომ არ მომეცით იმის საშუალება ის სიხარული მეგრძნო, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა ყველაზე მეტად ამ სპორტში… ღმერთმა იცის, რამხელა
თქვენ გგონიათ, რომ მე გამტეხეთ, რაც სულ გინდოდათ და დამამარცხეთ, მაგრამ არა … ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… მე დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი და ამას ვამტკიცებდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე… უამრავი დაბრკოლების და არასამართლიანი მსაჯების მიუხედავად…. მე ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი! ვერ გამტეხავთ!
მადლობა თითოეულ ადამიანს და ჩემ ქვეყანას, ვინც გვერდში დამიდგა და მიდგას და მადლობა დღევანდელ დღეს ლაშას და გენოს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცეს, რომ ვებრძოლო უდიდეს უსამართლობას! და ყველაფერი შესაძლებელია! მე ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბრძოლას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მე სანდრო ვარ ბაზაძე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე წაგებას არ ვეგუები და უსამართლობას! სასაცილო ის არის, რომ არ წამიგია და ანუ უსამართლობას ვებრძვი და გავაგრძელებ და დავამარცხებ! მიყვარხარ საქართველო და ქართველნო! არ გაჩერდე, ყველაფრის მიუხედავად! ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს!
ლაშა, გენო მიყვარხართ!“- წერს სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ბაზაძის ასპარეზობასთან დაკავშირებით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით უკვე მიმართა. როგორც ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი, ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.
წყარო: Ambebi.ge
ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა
სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]
მთელი გადაცემა მიეძღვნა გერმანიის ცენტრალურ ტელევიზიაზე ARD-ზე იმ კორუფციას რაც ფარიკაობაში და განსაკუთრები ხმლით ფარიკაობაში სადაც სანდრო გამოდის მძვინვარებს. რომ სისტემა საკმაოდ კორუფციულია. და საკმაოდ ბევრი ჩაწყობებია. ყოფილმა მსაჯმა აღნიშნა თუ როგორ შეტავაზეს ფული და უარის თქმის შემდეგ როგორ უთხრეს რომ მასეთი საქციელით წინ ვერ წავა და ვერაფერს მიაღწევს. ამ სისტემის კორუფციაყე ლაპარაკობენ ამერიკაშიც.
გადაცემაში ARD-ზე შეეხენ ასევე სანდროს ბრYოლას და აღბიშნეს რომ საჯის გადაწყვეტილება გაურკვეველი, არა ცხადი (undurchsichtig)იყო. ცხადია მტკიცებეულებების გარეშე მსაჯებს ვერაფერს დააბრალებდნენ, ასე რომ აღნიშნეს რომ მტკიცებეულებები იმის რომ მანიპულაცია იყო არ არისო. ცხადია ამის აღნიშვნა უკვე ნიშნავს კითხვის ნიშნის გაჩენას.
ვისაც გერმანული ესმის ეს ლინკი ნახეთ:
https://www.sportschau.de/olympia/hinweise-auf-schiedsrichter-manipulation-im-fechten,video-olympia-paris-beitrag-manipulation-fechten-100.html