ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარასპორტმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლას განაგრძობს. მედლების მოსაპოვებლად ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები განაგრძობს გამოსვლას სან პაულო 2025 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. დღეს ნინა თიბილაშვილი და გვანცა
ზადიშვილი ხმლით შეხვედრაში იბრძოლებენ მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ირმა, ჩვენო ულამაზესი და ღირსეული ქართველო მანდილოსანო, გილოცავთ მორიგ გამარჯვებას და კვლავაც უამრავ წარმატებებს გისურვებთ.
ქართველი
23:46 20-02-2025
1
გილოცავთ ირმა. ძალიან გამიხარდა. წარმატებული გზით გევლოთ
ჯონი1
23:00 20-02-2025
1

სიახლეები პოპულარული