ფიგურული სრიალი: ვერცხლი შანხაიდან

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "შანხაი ტროფი-2017", რომელშიც წარმატებით იასპარეზა ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა. მან რუსეთის, ყაზახეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნის მოციგურავეებთან ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ყოველი ახალი სტარტი მორის ყვითელაშვილს მეტ დამაჯერებლობას და გამოცდილებას მატებს, კიდევ უფრო სრულყოფს მისი ახალი პროგრამების ტექნიკურ მახასიათებლებს. ამის დასტურად შანხაიში თავისუფალ ვარჯიშში 157,58 ქულის მიღებაც გამოდგება.

ქართველი სპორტსმენისათვის ეს ნამდვილად წარმატებული შედეგია, იმედიანი დასაწყისია მომავალი ევროპისა, მსოფლიოს ჩემპიონატების, განსაკუთრებით, ოლიმპიური თამაშების წინ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირზე მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი
სალომე ჩიგოგიძე
.

LELO.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული