ქართველმა მოციგურავეებმა ფიგურული სრიალის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს

AutoSharing Option
ქართველი მოციგურავეების წყვილმა რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირ Volvo Open Cup 2018-ზე პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელით მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ასპარეზობდნენ, მათ რიტმულ ცეკვებში პირველი ადგილი დაიკავეს და თავისუფალ პროგრამაშიც წარმატებით წარდგნენ.

Volvo Open Cup 2018-ში 25 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები რუსეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული