ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელით მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ასპარეზობდნენ, მათ რიტმულ ცეკვებში პირველი ადგილი დაიკავეს და თავისუფალ პროგრამაშიც წარმატებით წარდგნენ.
Volvo Open Cup 2018-ში 25 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები რუსეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.