ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი "Prague Riedell Ice Cup", რომელშიც სულ მონაწილეობდა 106 სპორტსმენი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში.

10 ნოემბერს იუნიორთა სეგმენტში ასპარეზობაში ჩაერთვნენ იუნიორი გოგონები. მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე თავისი მოკლე და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინა ქართველმა მოციგურავემ, ალინა ურუშაძემ, რომელიც ყოველ ახალ სტარტზე აუმჯობესებს საკუთარ შედეგს და ყოველ მომდევნო ტურნირზე სრულყოფილად წარმოადგენს თავის პროგრამებს.

ალინა ურუშაძესთან ერთად იუნიორთა შორის ასპარეზობდა 13 ქვეყნის 29 მოციგურავე. თავისუფალ პროგრამაში ალინამ 93, 08 ქულით პირველი ადგილი
დაიკავა და დამაჯერებელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ფიზიკური მომზადება და ტექნიკური ელემენტების შესრულების მაღალი ხარისხი.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების საერთო 139,87 ქულით ალინა ურუშაძემ მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

altქართველმა მოციგურავეებმა ფიგურული სრიალის საერთაშორისო ტურნირი მოიგეს



მომზადებულია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული