ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ლიდერმა, ორგზის ოლიმპიელმა მორის ყვითელაშვილმა წარმატებით იასპარეზა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. მან ორი პროგრამის ჯამში 272.03 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 22 ქვეყნის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა, ფაქტობრივად ყველა უძლიერესი მოციგურავე - გარდა რუსებისა და ჩინელებისა.

მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 92.61 ქულა აიღო და მეშვიდე შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამაში კი 179.42 ქულა დაიმსახურა და საბოლოოდ სამი საფეხურით დაწინაურდა. ჩვენმა მოციგურავემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილის დაკავებით ისტორიულ შედეგს მიაღწია - აქამდე
ქართველ მოციგურავეებს ასეთი წარმატება არასოდეს ჰქონიათ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ძვირი გვიჯდება ეს უმედლო კარგი გამოსვლები. "არა შეჯდა მწყერი ხესაო" ხომ გაგიგიათ, ანუ მეოთხე კი არა ხუთეულშიც არაა.
ჟორა
27 მარტი 2022 17:43
6
დარწმუნებული ვარ ლარიანიც კი არ დაგიხარჯავს სპორტის რომელიმე შეჯიბრის ბილეთის ყიდვაში
ნიკ
27 მარტი 2022 20:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული