საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
ძალიან კარგი წარმატებები ❤️
ლაშა19
28 იანვარი 2023 20:12
3
ვისაც ეს ამბავი გიხარიათ...

(არ დაბლოკოთ კომენტარი გინების გამო)
ქ. გ.
29 იანვარი 2023 03:11
41
ვისაც არ მოგწონთ ...
გ.გ
29 იანვარი 2023 09:40
8
რუსია. რუსეთში დაიბადა. რუსეთში ცხოვრობს. რუსეთში ვარჯიშობს.
რატომ ვეხმარებით რუსებს სანქციების არიდებაში?
ქ. გ.
29 იანვარი 2023 03:47
46
ჩამოყალიბებული იდიოტი ხარ და დებილი ფაშისტი
ნინო
29 იანვარი 2023 05:39
3
რომელი სანქციების? გოგო 2021 წლიდან საქართველოს სახელით გამოდის.
გივი
29 იანვარი 2023 10:31
6
ყველა გამოხმაურება
ისე ლამაზად გამოვიდა ეს ლამაზი გოგო არ შეიძლება, რომ არ აღრფთოვანდე, მიკვირს რატომ არა აქვს მეტი დადებითი ემოციური გამოხმაურებები, ეს ხომ სპოტი და ხელოვნებაა! ნუთუ ამ სიხარულის ნებართვაც ვინმესგანაა საჭირო?!
ლეო
28 იანვარი 2023 20:56
3
ძალიან კარგი წარმატებები ❤️
ლაშა19
28 იანვარი 2023 20:12
3
ᲧოᲩაᲦ და რა კომენტარებია,რუსი არის მერე რა,გვასახელა კარგი დახატული გოგონა,ნიკო ᲨერაზადიᲨვილი ᲫიუდოᲨი ესპანეᲗის სახელიᲗ მსოფლიო Ჩემპიონია,დაᲗუნაᲨვილმა ორჯერ სერბეᲗის სახელიᲗ მოიგო მსოფლიო ᲭიდაობაᲨი,Ძალიანაც კარგი,ფედერაციის პრეზიდენტი,რომ ხელს დაარტყამს მოᲭიდავეს და რეაგირება ნული წავა აბა რას იზამს,გუბანოვას ყოᲩაᲦ წარმატებები,ააფრიალა Ჩვენი დროᲨა და ჰიმნი ააᲟᲦერა,მოლოდეც.
გადადექი
28 იანვარი 2023 23:50
4
ღვარძლიანი კომენტარების კეთებას მიულოცეთ გოგოს. პირველი ოქრო მოუტანა საქართველოს ისტორიაში.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
28 იანვარი 2023 22:53
3
ყოჩაღ,წარმატებები.
ნაცები ხომ არ აპროტესტებენ?
პავლოვიჩი
28 იანვარი 2023 23:26
5
მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულია ეთერი თუთბერიძე, რომელმაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი გაზარდა ქალებს შორის, ხოლო მამაკაცთა შორის ყველა დროის საუკეთესო მოციგურავის ნეითან ჩენის მწვრთნელი თბილისში დაბადებული რაფაელ არუთინიანია.
გია პაპა
28 იანვარი 2023 23:39
2
რა ვქნათ ახლა აზროვნებით ინვალიდებო, არ გავიხაროთ ევროპის ჩემპიონობით? ვულოცავ ამ ოქროს ქალბატონს დიდ გამარჯვებას. მართალია, ამით ძალიან დაგვახარა, მაგრამ ჩვენც ხომ გავახარეთ? ჩვენს გარეშე ეს წარმატება რომ არ იქნებოდა, ესეც ხომ მართალია? ანუ ჩვენ გამოვადექით ერთმანეთს.
ჟორა გაბრიჭიძე
28 იანვარი 2023 22:26
7
შე უბედურო შენ
შენ რა გიხარია
29 იანვარი 2023 02:34
9
ჟორაჯან, ეგრე რომ გვიყენებენ და მეტი სარგებელი თქვენგან არ არის, უნიჭოები ხართ, საკუთარი ქვეყნის მართვა არ შეგიძლიათო გვეუბნებიან, გვწყინს და ახლა რა გიხარიათ?
odala
29 იანვარი 2023 10:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული