საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ზამთრის სახეობების სასახლეა ასაშენებელი!!!
1964 ავთო
28 იანვარი 2023 20:50
2
როგორც მახსოვს, ყინულის სპორტის სასახლე დიდუბეში ახლანდელი "ელიავას" ბაზრობის ადგილზე უნდა აშენებულიყო. დასაზუსტებლად კითხეთ ჩვენს ერთ-ერთ სახელოვან "ყინულის კაცს" - ირაკლი ჯაფარიძეს!
ვაჟა მასწავლებელი
29 იანვარი 2023 00:28
0
დაანონსებულია ყინულის სტანდარტული დარბაზის მშენებლობა და იმედია მალე ააშენებენ.
Zviads
28 იანვარი 2023 22:13
1
თეორიულად წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ პუტინმა უკრაინის ოკუპაცია მოახერხა და მერე ჩვენ დაგვიწყო ბომბების თავზე ჩამოგდება. როგორ ფიქრბთ, ეს თქვენი რუსი ქალი რას დაიყვირებს? აი რას: "ურააა!"
ქ. გ.
29 იანვარი 2023 11:33
6
აწი ღრუსების პირიდან ვერ ამოვალთ. უკვე გვაყვედრიან (ღრუსული მედია და სოც-ქსელები). :( ამიტომ არ ვუჭერ მხარს სპორტსმენების ე.წ. ,,ნატურალიზაციას", თან საიდან? ურდოდან.
რატი
29 იანვარი 2023 02:06
29
შენ და შენი მშობლები ფეხბურთზე არ ხართ დასაშვები- სლავა მეტრეველი და სხვა წარმატებული ფეხბურთელი- ყველა რუსეთში მოღვაწეობდა და ამით ვამაყობდით. ეხლა სახლში დაადგინე რატომ ხართ ოჯახი მოღალატეები და სტადიონზე რატომ დადიოდით
გამოუქვეყნეთ
29 იანვარი 2023 11:17
5
ძმაკაც თვალები გაახილე ეს უმშვენიერესი ეგ გოგო ურდოდანაა? გარჩევა ისწავლეთ ტო რუსეთის პოლიტიკა და რუსი ერი ერთი არაა, დიდი ნაწილი მაგარი უბრალო ხალხია ურთიერთობა უნდა გქონდეს და მიხვდები.
გიორგი
29 იანვარი 2023 09:48
5
ყველა გამოხმაურება
ღირსია, ღირსი და დაიმსახურა რომ დავიტოვოთ "ჩრდილოეთელ პატარძლად".
პლეხანოვზე გაზრდილი
29 იანვარი 2023 01:36
8
აი მაგ უბრალო მოქალაქეების არჩეეულია პუტინი. მაგათი მანა-პაპა ხოცავდა ჩვენს წინაპარს. მაგათი ძმები და ქმრები გბომბავდნენ 92-ის მერე. სულში აქვთ შობინიზმი. მიეცი ამ პატარა გოგოს უპლება და ეკატერინე მეორეზე უაერსად მოგექცევა.
გიორგი-ს
29 იანვარი 2023 12:50
2
რა გულიანად გამაცინე)) 100% ხარ. სქართველო კი არა, რუსეთიც არ ეცოდინება რუკაზე. ან რაში ჭირდება რო? ხომ გახდა ჩეპიონი? ეგ არის მთავარი მაგისთვის. ანაღვლე ვის დროშას ააფრიალებდა, ჩვენსას თუ ლიბანისას. )))
Geo-ს
29 იანვარი 2023 12:30
1
ყოჩაღ ანასტასია, გილოცავ და მადლობა. ❤️
წარმატებას გისურვებ ოლიმპიადაზე.. მიხარია ჩვენი დროშის ქვეშ რომ ადიდებ საქართველოს. ბევრ ქართველზე უფრო ქართული საქმე გააკეთე და კიდევ ერთხელ მადლობა. ჩვენი სამშობლოს კეთოლმოსურნეც კი ქართველია ჩემთვის და საქართველოს დროშით მებრძოლებს ყველას გენაცვალეთ.. ❤️
G.LA
29 იანვარი 2023 12:02
11
ნუ დავიბრალებთ ამ ოქროს მედალს, საქართველო არაფერშუაშია. ფიგურული ციგურაობა, კრივი, ფუტზალი და წყალბურთი, ეს ის სპორტის სახეობებია სადაც სადაც თავს ვიტყუებთ თიქოს ქართული წარმატებაა. ნუ დავემსგავსებით აზერბაიჯანს, რომელსაც 2009 წლიდან ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტში მიღწეული წარმატებების დაახლოებით 99 % მოდის უცხოელ სპორტსმენებზე.
დააT
29 იანვარი 2023 10:42
4
ყველა ჩამოთვლილ სახეობაში სრულიად ბუნებრივად შეგვიძლია, წარმატებას საკუთარი მოქალაქეების (აქ დაბადებულ-გაზრდილების) და არა ნატურალიზებულების ხარჯზე მივაღწიოთ. თუნდაც ფიგურულ სრიალში თუ გედევანიშვილს შეეძლო და ახლა ბიჭები წარმატებით ასპარეზობენ (ყვითელაშვილი, სუპატაშვილი და ა.შ.), რატომ გოგონები ვერ შეძლებენ?
რატი
29 იანვარი 2023 11:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული