საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამითაც წარმატებით იასპარეზა და ორივე პროგრამის ჯამში 199.91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულ ბელგიელ ლუნა ჰენდრიკს 2 ქულით უსწრებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰენდრიკს თავისუფალი პროგრამა ლამის ჩაუვარდა, გოგონა ნახტომების შესრულებისას ორჯერ დაეცა და მან მაინც მოახერხა 193, 48 ქულით მეორე ადგილის შენარჩუნება, მესამე ადგილზე კი შვეიცარიელი კიმი
რეპონდი 192, 51 ქულით გავიდა.
თავისუფალი პროგრამაში ოცდაოთხი საუკეთესო მოციგურავე იღებდა მონაწილეობას.
ანასტასია რუსეთში, სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატში 2002 წელს დაიბადა. 2006 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც დაიწყო ფიგურულ სრიალში ვარჯიში. ის 2018 წლამდე სწორედ სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა. 2018/19 წლების სეზონი კი მოსკოვში, ცსკა-ში გაატარა, სადაც ელენა ბუიანოვასთან ემზადებოდა. 2019 წლის ზაფხულიდან ის სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და ვარჯიში ევგენი რუკავიცინის ჯგუფში გააგრძელა. გუბანოვა რუსეთის ჩემპიონატში ოთხჯერ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი კი მე-6 ადგილი ჰქონდა. მან ორჯერ გაიმარჯვა იუნიორთა გრანპრის ეტაპებზე და მეორე იყო სერიის ფინალში.

წყარო: Ambebi
ეს გოგო თავის ნაკრებში ვერ მოხვდა 2021 წ და ჩვენი დროშით არჩია გამოსვლა.
ჩემი კითხვა; რატომ ვგულშემატკივრობთ ჩვენ ყველანი ზურა დავითაშვილს, რომელიც სერბეთის სახელით გამოდის? რატომ ადიდებენ სერბები მას? რა განსხვავებაა ზურას და ამ ანასტასიას შორის?
გასაგებია შენიშვნა და მართალია გვარი შემეშალა. კითხვის აზრს მგონი ყველა მიხვდით და პასუხი
უფრო საინტერესო იყო.... ეს გოგო ვერ მოხვდა და ზურა გააგდეს აქედან. განსხვავება მხოლოდ ესაა. სერბები ადიდებენ, ჩვენ ამ გოგონაში მტერს ვხედავთ. არადა ქუჩებში დადიან მტრები და გვაგინებენ პირადიპი გაგებით. რასაც უნდათ იმას აკეთებენ და ყველანი ჩუმად ხართ. აქ კი ამ გოგონას რომელმაც ადიდა საქართველო თავს ესხმით. გადით ქუჩაში და იქ გააპროტესტეტ ამდენი ოკუპანტის შემოჭენებას აქ რომ კლავიატურებთან იხარჯებით.
წარმატებას გისურვებ ოლიმპიადაზე.. მიხარია ჩვენი დროშის ქვეშ რომ ადიდებ საქართველოს. ბევრ ქართველზე უფრო ქართული საქმე გააკეთე და კიდევ ერთხელ მადლობა. ჩვენი სამშობლოს კეთოლმოსურნეც კი ქართველია ჩემთვის და საქართველოს დროშით მებრძოლებს ყველას გენაცვალეთ.. ❤️