ანასტასია გუბანოვა: შოკში ვარ - ჩემი სრიალი იდეალური არ იყო

AutoSharing Option
ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტზე ოქროს მედალი საქართველოს წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა და შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ჯერ ისევ შოკში ვარ და ვერ მივხვდი, რა მოხდა. თუმცა, შრომა დამიფასდა. სრიალის წინ ძალიან ვნერვიულობდი, ფსიქოლოგიურად რთული იყო. როდესაც გამოსვლა დავასრულე, ემოციები ვეღარ შევიკავე. მიხარია, რომ საკუთარ თავს ვძლიე. არ ვფიქრობდი, მოვიგე თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ პროგრამა კარგად შევასრულე, ელემენტებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დღეს ჩემი სრიალი იდეალური და ბოლომდე სუფთა არ იყო".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჭო რა გჭირთ თქვენ, ზოგიერთი ასე უკუღმა რატომ აზროვნებთ, ადამიანმა საქართველოს მოუტანა ევროპის ოქრო და თქვენ - რუსებს რატომ ვეხმარებით სანქციების დაძლევაშიო. გამაგიჟებთ რა.
ძლივს შესაძლებლობა მოგვეცა რუსეთისგან რაღაც ხეირი მივიღოთ და მაგაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ.
რუსეთი ისეთი მუხანათი და ვერაგი მტერია, მას ყველანაირად უნდა ებრძოლო, მაგასთან ყველაფერი მოსულა.
დათო
29 იანვარი 2023 11:45
6
ბარემ ჰოკეისტებიც ვათამაშოთ ჩვენი დროშის ქვეშ, რა მოხდება? წარმოიდგინეთ რომ დაწერენ, ქართველი ყვინჯის ოსტატები ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდნენ და ა.შ.
დინამოელი
29 იანვარი 2023 08:42
10
არ იყვნენ რუსები დაშვებყლები. ყველა სპორტის სახეობაში ასე უნდა შეავიწროონ, რომ იგრძნონ. მერე რა რომ სპორტსმენებია? იცით რამდენს აქვს ოფიცრის წოდება, რამდენი წარმოადგენს ძალოვან სტრუქტურებს? თუ მაგათი მამები და ძმები არ ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას?
აბო
29 იანვარი 2023 08:29
5
ეს გოგო სანქციებამდე გამოდიოდა საქართველოს სახელით და წყვილებში ქართველი მეწყვილე ყავს ყვითელაშვილი, ასე რომ დაოკდით და მადლობა უთხარით ამ გოგოს რომ ისტორიაში პირველად ჩვენი ჰიმნი ააჟღერა ფიგურულ სრიალში
ზოლა
29 იანვარი 2023 11:38
5
ჩემო პოლიტიკურად გაუნათლებელო თანამემამულენო!
უცოდინრობის საფუძველზე დამყარებული რუსების მიმართ სიყვარული დაგყუპავთ.
ქ. გ.
29 იანვარი 2023 07:20
8
რატომ ვეხმარებით რუსებს სანქციების არიდებაში?
ქ. გ.
29 იანვარი 2023 03:45
41
Რუსები არ დაუშვეს?! Აბა რუს სპორტსმენებს დროშის და ჰიმნის გარეშე უშვებენ საერთაშორისო ასპარეზობებზეო?!
Კი მაგრამ
29 იანვარი 2023 00:45
16
ოლიმპიადაზე ცოტათი მეტი ქულა დააქუჩა,მაგრამ იქ მეტოქეებიც უძლიერესები ჰყავდა.აქ კი,დაძაბულობა აშკარად ეტყობოდა და ორი,ჩემთვისაც კი შესამჩნევი შეცდომა დაუშვა.საბედნიეროდ ,მისი მეტოქე,სულაც ორჯერ წაიქცა და გუბანოვამაც,სხვაობა შემცირების ნაცვლად,გაზარდა.პირველი დღის შემდეგ,რა თქმა უნდა ის ფავორიტად შეირაცხა და მიუჩვეველს,ლიდერის ტვირთის ტარება გაუჭირდა,თუმცა აღმოჩნდა,რომ სხვებიც ვერ უძლებდნენ ბრძოლის დაძაბულობას.მომავალ შეჯიბრებებში უფრო გაუადვილდება.მთავარია,გამარჯვებამ თავბრუ არ დაახვიოს და მუშაობას არ მოუკლოს.
სოსო
28 იანვარი 2023 23:17
2
3
კ.მარქსი ფ.ენგელსი
28 იანვარი 2023 22:53
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული