მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მე-8 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა.

ფიგურულ ციგურაობაში ესპოოს (ფინეთი) ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა.

მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 107.27-ქულიანი შეფასება მიიღო და 20 ფინალისტს შორის მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად დაგროვილი 175.82 ქულით მერვე ადგილით დაასრულა გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ერთეულებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია ანასტასია გუბანოვამ - ეს საქართველოს ნაკრებისთვის ამ რანგის ასპარეზობათა ისტორიაში პირველი ასეთი წარმატებაა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ წყვილს,გაცილებით მეტი შეუძლია!
სოსო
31 იანვარი 2023 23:21
0
გუბანოვას ერთი ამბავი რომ დააყარეთ, ესენი ქართველები არიან? გუბანოვაც მე-8 ადგილზე რომ გასულიყო არავითარი რეაგირება არ მოყვებოდა მის გამოსვლას საქართველოს სახელით. ზოგი ვერც გაიგებდა მის არსებობას. როგორც ამათ გამოსვლაზე არავითარი რეაგირება და კომენტარები არ იქნება აქ. ბრავო გუბანოვა.


პ.ს.დღეს ფეისზე იდო, ვიღაც რუსმა გასაყიდად ბინა დადო ბათუმში ნაყიდი და დააწერა ქართველებზე არ იყიდებაო. იქ შეუვარდით და დაესხით თავს იმ ქსენოფობ რუსს, რადგან მთავრობის წარმომადგენლები არ გმობენ ქსენოფობიას უცხოებისაგან ძირძველ ეროვნებაზე.
G.LA
31 იანვარი 2023 12:58
0
ან კიდევ კონსტანტინე სუპატაშვილი, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის პრიზიორი, სანქტ პეტერბურშია დაბადებული და იქ ვარჯიშობს.
!!!
01 თებერვალი 2023 10:23
1

სიახლეები პოპულარული