Sports.ru-მ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს მოსკოვში, ფიგურულ ციგურაობაში ცსკა-ს სახელობის დარბაზში დაგეგმილ სამოყვარულო ფესტივალზე, საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განცხადება გააკეთა:
"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული
სრიალის ფესტივალში.
ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობს მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს".
სხვა ქვეყნებიც არსებობს ჩვენ გარდა მარა საქართველო არჩია და შეარგეთ ჩემპიონობა.