მეტელკინა-ბერულავას სპორტული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ლიდერია

AutoSharing Option
ფიგურულ ციგურაობაში კაუნასში (ლიეტუვა) დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს წარმატებით გამოვიდნენ საქართველოს ნაკრების წევრები.

სეზონის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა. მოკლე, იგივე სავალდებულო პროგრამაში, მათ 18 მონაწილეს შორის საუკეთესო - 71.30-ქულიანი შეფასება მიიღეს და მცირე ოქროს მედლებიც დაიმსახურეს.

მეტელკინა-ბერულავას სპორტული წყვილი მედლის მოპოვებას 11 იანვარს, მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამშიც შეეცდება. საამისოდ მნიშვნელოვანი განაცხადი უკვე გაკეთებულია.

ასევე თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა ერთეულთა შორის მოასპარეზე ნიკა ეგაძემ. ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 77 ქულა დაიმსახურა და 32 მონაწილეს
შორის მეათე ადგილი დაიკავა (კვალიფიკაციისთვის საუკეთესო 24 გამომსვლელს შორის მოხვედრა იყო საჭირო).

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს,მოკლე პროგრამაში,ანასტასია გუბანოვამ,მესამე ადგილი დაიკავა,ალინა ურუშაძემ კი,ოცდამესამე.სუფთად ისრიალა,მაგრამ მეტოქეებმა,სირთულით აჯობეს და არც სერიოზული შეცდომა დაუშვიათ.
სოსო
11 იანვარი 2024 20:34
0
ბევრჯერ დავწერე და კიდევ ვიმეორებ: შეტრიალდა ქვეყანა და ეს სპორტსაც დაეტყო, სადც ქართველები ვმეფობდით აღარსად ვჩანვართ. იქ კი სადც არ ვჩანდით ჩემპიონები ვხდებით. ყოჩაღ. წინ საქართველო.
ჟორა გაბრიჭიძე
11 იანვარი 2024 20:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული