მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა

AutoSharing Option
ტაიბეიში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა.

ისინი მოკლე პროგრამის შედეგად დაწინაურდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მათ დიდი უპირატესობით აჯობეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ამერიკულ წყვილებს.

მოკლე პროგრამებით იასპარეზეს ვაჟებმა. კონსტანტინე სუპატაშვილმა 32 ქვეყნის 41 სპორტსმენს შორის 63,99 ქულით ( მე-19 პოზიცია) მოიპოვა და 24 მოციგურავეს შორის თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება. სუპატაშვილი თავისუფალი პროგრამით 2 მარტს გამოვა.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა ინგა გურგენიძე, რომელიც თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოსალოცია პერმელი მოციგურავეების წარმატება საქართველოსთვის!!! მაგრამ კაზანელმა გურგენიძემ 12 ადგილით ვერ გაგვახარა,ასევე სანტ-პეტერბულგელ სუპატაშვილის 20 ადგილიც ისე რა, ხოლო მოცეკვავეთა წყვილის მოსკოველი ალიევასა და უკრაინელი ბარშაკის ფინალის გარეშე დარჩენა სამარცხვინოა !!!
კოკო
20:16 02-03-2024
0
მალე პუტინა და კაბაევას დუეტიც იასპარეზებს საქართველოს სახელით. მერე რუსეთის ცრუ ოპოზიციონერებსაც მოვიწვევთ, რომლებიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებათა თანმონაწილენი არიან.
ქ. გ.
04:15 01-03-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული