გუბანოვას ვერცხლი - ზედიზედ მესამე მედალი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მედლების მეორე კომპლექტი ქალთა კატეგორიაში გათამაშდა. მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა ლიდერობდა. ორი პროგრამის ჯამში ევროპის ჩემპიონი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ესტონელი სპორტსმენი ნინა პეტროკინა გახდა, ანასტასია გუბანოვამ კი ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ 198,62 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ანასტასიას მოკლე პროგრამაში გამარჯვებისთვის მცირე ოქროს მედალი გადაეცა. საქართველოს ნაკრები გუნდისთვის ანასტასია გუბანოვას ვერცხლის მედალი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალია სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას მიერ მოპოვებული
ბრინჯაოს მედლის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ე.წ. რუსები (სინამდვილეში კი თათარკები და ბაშკორტოსტანკები) რუსეთში ცხოვრობენ, რუსეთში ვარჯიშობენ, და მათ რუსი მწვრთნელები ჰყავთ.
მათი გამოყენება არავითარ დადებით გავლენას არ ახდენს საქართველოში ფიგურული სრიალის განვითარებაზე.
უფროსი
03:49 01-02-2025
24
ვულოცავ ანასტასია გუბანოვას,კარიერაში მესამე მედალს!მის წინ,ადგილობრივი,ესტონელი მოციგურავე გამოვიდა და მიუხედავად მისი,მართლაც კარგი გამოსვლისა,ისე არაბუნებრივად მაღალი ქულები დაუწერეს,რომ ცხადი გახდა,გუბანოვას,ოქრომდე არავინ მიუშვებდა და მხოლოდ ვერცხლისათვის ბრძოლა შეეძლო.ამ ამოცანას,მან მშვენივრად გაართვა თავი.დღეს მეორე ადგილზე მყოფი ნიკა ეგაძე გამოვა და იმედია,ისიც შესძლებს მედლის მოპოვებას.ნიკა ეგაძე,საქართველოში დაბადებულ- გაზრდილი მოციგურავეა და იმედია,მას საქართველოში ჩამოყალიბებული სხვა სპორტსმენებიც მოჰყვებიან.
სოსო
12:22 01-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული