გუბანოვას ვერცხლი - ზედიზედ მესამე მედალი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მედლების მეორე კომპლექტი ქალთა კატეგორიაში გათამაშდა. მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა ლიდერობდა. ორი პროგრამის ჯამში ევროპის ჩემპიონი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ესტონელი სპორტსმენი ნინა პეტროკინა გახდა, ანასტასია გუბანოვამ კი ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ 198,62 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ანასტასიას მოკლე პროგრამაში გამარჯვებისთვის მცირე ოქროს მედალი გადაეცა. საქართველოს ნაკრები გუნდისთვის ანასტასია გუბანოვას ვერცხლის მედალი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალია სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას მიერ მოპოვებული
ბრინჯაოს მედლის შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მსოფლიოს გრანდებს შეხედე,რეალში რამდენი ესპანელი თამაშობს?ლივერპულში?თბილისის დინამომ,ლივერპულს რომ მოუგო ჩემპიონთა თასზე,ის ლივერპული,წინა წელს,ჩემპიონთა თასის გამარჯვებული იყო და მხოლოდ ერთი ინგლისელი თამაშობდა.ვინმეს უთქვამს,მათი წარმატება,ესპანური,ან ინგლისური ფეხბურთის წარმატება არ არისო?თუნდაც ფიგურულ ციგურაობაში,თითქმის ყველა რუსი ჩემპიონის მწვრთნელი,ეთერ თუთბერიძეა და რა,მათ ჩემპიონობას,ფასი ეკარგება?დროშას რომ ასწევენ და ჰიმნს ააჟღერებენ,ის ქვეყანაა გამარჯვებული,მთელი დანარჩენი მსოფლიოსათვის.30 წლის წინ,ვინმეს რომ ეთქვა აზერბაიჯანულ ძიუდოზე,გაეცინებოდათ.მათ კი,მიიყვანეს უცხოელი მოჭიდავეები,მწვრთნელები და ჯერ მათ დაიწყეს,ტიტულების მოპოვება,მერე კი,უკვე მათ გვერდით გაზრდილი აზერბაიჯანელი მოჭიდავეები ჩაენაცვლნენ და დღეს,მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავთ.აგერ,უკვე ჩვენთანაც გამოჩნდა,ნიკა ეგაძე და იმედია,სხვაც ბევრი გამოჩნდება.ბავშვები,გამარჯვებულებისაგან იღებენ მაგალითს და მათ კვალზე მიდიან.არ გეყოლება ლიდერი და მიმდევრებიც გაქრებიან.
სოსო
15:11 01-02-2025
3
Кремлеботы Surik222 и Sosik00!
Вы нарушили клятву пионера! Разве Ленин завещал работать на ботоферме и врать за денги?!
უფროსი ნაჩალნიკი
13:42 01-02-2025
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული