ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 1 სექტემბრისთვის დასრულდება

AutoSharing Option
ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მიმდინარეობს აშენებული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა, სახურავის დათბუნება, ვენტილაციის და სახანძრო სისტემის მონტაჟი.

დახურულ სპორტული კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა – 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის
შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი – ჰოკეი – ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია,მაგრამ არენა და აუზი,სტანდარტული ზომისაა?ისე აჭარაში ზღვის ახლოს,ძალიან იაფად შეიძლება აუზების გაკეთება და მისი ზღვის წყლით შევსება.
სოსო
07:58 26-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული