ფოტო: საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის "ფეისბუქგვერდი"
21-27 აპრილს მექსიკაში ყინულის ჰოკეიში მეორე, "ბ" დივიზიონში მოასპარეზე გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები შეკრებას აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში გაივლის. ქართველი ემიგრანტის, კოტე (კოსტა) ებანოიძის დახმარებით, ყინულის მოედანი ჩვენს ნაკრებს უსასყიდლოდ დაეთმობა.
საქართველოს ნაკრები შეკრებას 13 აპრილს დაიწყებს, მექსიკაში კი 20 აპრილს ჩაფრინდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ვიტალი დუმბაძე, რევაზ ცომაია, მიხაილ შალუნოვი, არტიომ კოზიულინი, მიხეილ დავითაშვილი, არტიომ კურბატოვი, ანდრეი ილიენკო, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი,
ივან შვეცოვი, სემიონ ხარიზოვი, ზაზა ღონღაძე, ბორის კოჩკინი, ალექსანდრე ვასილჩენკო, გიორგი ჯეირანაშვილი, დავით ოგანეზიანი, კახა ამბროლავა, დავით მინასიანი, თემურ ვედიაპინი, ოლივერ ობოლგოგიანი.
მთავარი მწვრთნელი: როლანდ სვანიძე.
მომზადებულია საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის "ფეისბუქგვერდის" მიხედვით