"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი ინგლისის ნახევრად პროფესიონალური ჰოკეის გუნდ "გილფორდ ფენიქსის" მოთამაშე გახდა.
"ფენიქსში" თამაშის შესაძლებლობით მოხარული ვარ. იმედია, ამ სეზონში გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარები.
როდესაც თამაშის შანსს მომცემენ, შევეცდები, მათთან ერთად მატჩების მაქსიმუმი მოვიგო.
ფეხბურთში გატარებული 20 წლის შემდეგ ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იქნება ჰოკეისტობა. ჰოკეის ყურება ბავშვობაში მიყვარდა და ვთამაშობდი კიდეც", - განაცხადა ჩეხმა.
"ფენიქსი" 2017 წელსაა დაარსებული და ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში გამოდის.
"ფენიქსი" 2017 წელსაა დაარსებული და ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში გამოდის.