38 წლის მეკარე პიოტრ ჩეხმა კარიერა განაახლა და "ჩელსის" დუბლებში "ტოტენჰემთან" მოგებულ მატჩში (3:2) ითამაშა. "არისტოკრატებში" აგრეთვე ნახევარმცველმა დენიელ დრინკოუტერმა იასპარეზა, რომელიც 77-ე წუთზე გააძევეს.
ჩეხი "ჩელსის" ღირსებას 2004-15 წლებში იცავდა და მის რიგებში 15 ტროფეი მოიგო, მათ შორის - ოთხჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. ბოლოს ის "არსენალში" თამაშობდა.
ჩეხს ჩეხეთის ნაკრებში 124 შეხვედრა აქვს ჩატარებული (121 გოლი გაუშვა) და 2004 წელს პორტუგალიაში ევროპირველობის ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.