საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ისრაელსაც სძლია

AutoSharing Option
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა.

ჰეთ-თრიკი ივან კარელინმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შაიბა აგრეთვე ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატიასთან ერთად ლიდერია. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ანგარიში არ ასახავს იმას,თითქოს ადვილი თამაში ყოფილიყოს. საერთოდ თუ უყურე ავტორო თამაშს.არ შეიძლება ასე ზედაპირულად ორი სიტყვით ,ერთი ხელის მოსმით დაწერო ანგარიში და მორჩ. რომ პირველი პერიოდი წავაგეთ და თუ არა გაძევება ორი მოთამაშის, შაიბას ვერ ვიტანდით,იმათი მეკარე ყველაფერს იგერიებდა, ჩვენსას კი რაც დაურტყეს,ლამის ყველა გაუტანეს. მოკლედ ჯიგარო ავტორო, თუ რამეზე გინდა დაწერო, მინიმუმ უნდა უყურო მაინც...
ახლა იმათთვის, ვინც ამბობთ რუსეთის ნაკრებია თუ რა არისო...ბიჭები დარბაზის გარეშე ამდენს აღწევენ და კიდევ უმადურები ხართ. დიდი ქართველები ხომ გიზით პარლამენტში და მთავრობაში, ნაც-ქოც-ევროპულ-მამაძაღლური და სხვა წარმომვლობის ქვეყნის მტრები ,ჰოდა გყავდეთ ისიამოვნეთ, ამ და ასეთნაირებს კიდევ მოეფერეთ რომ ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდეს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე.მე ჩემი ვთქვი და აწი რაც გინდა დაწერეთ.
Mr.kostaia
23:29 17-04-2023
5
წარმატება ვინც საქართველოს ღირსებას იცავთ
გია
22:29 17-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული