ქართველი კარატისტების წარმატება: ჩეხეთიდან 5 მედლით

AutoSharing Option
28-29 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ ჭაბუკებს, იუნიორებს, ახალგაზრდებსა და ქალთა შორის კონტაქტურ კარატეში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.

ჩვენმა გუნდმა, რომელიც ტურნირზე 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჭაბუკ ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

ოქროს მედლებს ოთარ ესიტაშვილი (80-85 კგ, ახალგაზრდა მამაკაცთა შორის), ლაშა ბაბუაძე (70-75 კგ, იუნიორ ვაჟთა შორის), შოთა შუბითიძე (60-65 კგ, 16 წლამდე ვაჟთა შორის), დავით მსხალაძე (+75 კგ, 16 წლამდე ვაჟთა შორის)
დაეუფლნენ, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი ვასიკო ლომსაძე (65-70 კგ, ახალგაზრდა მამაკაცთა შორის) გახდა.

altმინსკი 2019. კარატისტი გოგიტა არქანია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა


მომზადებულია Sportstat.gov.g-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული