რუსული სკანდალი თბილისში - მწვრთნელი ბიჭებს აგინებდა და სცემდა

AutoSharing Option
ხელბურთში რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ჩიგარიოვმა, შესაძლოა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღოს. რუსეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სერგეი შიშკარიოვის განცხადებით, ჩიგარიოვს უკვე დაატოვებინეს პოსტი.

"მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას აღმასკომის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ეს უკვე მომხდარი ფაქტია. მოედანზე ვერ ვხედავ მისი მუშაობის შედეგს. ის შეურაცხყოფას აყენებს ბიჭებს, სცემს მათ - ამის შესახებ ყველამ იცის.

ამასთან, მან თავისი საქციელით ბიჭებს მოგება წაართვა ტუნისთან მატჩში. იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს, ის თავისი ხელებით ბოლოს უღებს გუნდის წევრებს. ეს ამორალურია, დაუშვებელი საქციელია.

ჩემი პოზიციაა: კოლეგებს
შევთავაზებ, ჩამოართვან მას ყველა საპატიო წოდება, რომელიც გააჩნია, მისცენ სამუდამო დისკვალიფიკაცია და აუკრძალონ ბავშვებთან ყველანაირი კავშირი", - თქვა შიშკარიოვმა.

რუსეთის ნაკრები თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის. მან D ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა. რაც შეეხება ტუნისთან მატჩს, შაბათს რუსებმა 30:31 წააგეს აფრიკულ გუნდთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ესფაქტი არც პირველი არ არის რუსულ სპორტში და არც უკანასკნელი, ცემა და გინება მწვრთნელების მიერ რუსეთში ლამის ყველა სახეობაში მოსულია.

https://www.youtube.com/watch?v=dihSXx9ssi8
))))))
16 აგვისტო 2017 12:02
2
მახსოვს ფრენბურთელთა ქალთა ნაკრები რუსეთის მათი მწვრთნელი როგორ ექცეოდა სპორცმენებს.
jorj
16 აგვისტო 2017 14:00
0
თავისებური კაცი იყო, მარა რამდენიმე მსოფლიო და ოლიმპიადა ჰქონდა მოგებული...
ჯორჯ-ს
16 აგვისტო 2017 15:29
2
ის საერთოდ მანიაკი ბესპრიდელშიკი იყო.
jorj-ს
16 აგვისტო 2017 14:33
0
ყველა გამოხმაურება
სტატიას შენს გარდა მინუსს არავინ დაუწერდა აქ, თან გაიშიფრე პუტინის ჭკვიანო, აჩვენე რომ მარტო ერთი მრავალსახა პუტინის იანუსი ტროლი უამრავი ცრუ ნიკებით.
მსქროლავო პუტინის პარანოიავ
16 აგვისტო 2017 12:34
2
რაზე ააგდე? მეორე მინუსი მიუწერა.
)))))-ს
16 აგვისტო 2017 12:57
1

სიახლეები პოპულარული