საქართველოს ნაკრები სასტარტო მატჩის შემდეგ ყველა შეხვედრაში ცუდად თუ იბრძოდა, ბრაზილიელები - პირიქით, დღითი დღე აუმჯობესებდნენ თამაშის ხარისხს. მე-2 წუთზე ლაპიაშვილმა გახსნა ანგარიში. მერე ოცი წუთის განმავლობაში თითო ბურთით ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. 23-ე წუთიდან ოკეანისგაღმელებმა ხანდოლიშვილის კარში ზედიზედ ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და საგრძნობლად დაწინაურდნენ, თუმცა
შესვენების შემდეგ ბრაზილიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. ჩემპიონატის ფინიშზე სტუმრებს გამარჯვებისთვის მეტი ენერგია და ჟინი შერჩათ. მათ რიგებში განსაკუთრებით ფრეიტაში გამოირჩა, რომელმაც მასპინძელთა მეკარეს ბადიდან ბურთი 12-ჯერ გამოატანინა. საბოლოოდ ბრაზილიელებმა 32:23 მოიგეს.
"ცხადია, წარმატების მიღწევა გვსურდა, ამიტომ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, - თქვა გიორგი ლაპიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს შვიდი გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. - როგორც ვნახეთ, ამ დონის ტურნირისთვის ეს მომზადება საკმარისი არ აღმოჩნდა. მთავარი მაინც ის არის, რომ დიდი გამოცდილება შევიძინეთ".
U19. მსოფლიოს ჩემპიონატი, XIX ადგილისთვის
საქართველო-ბრაზილია 23:32 (14:16)
საქართველო: ხანდოლიშვილი, რუსტამოვი (1), ბაინაზიშვილი, ვათიაშვილი, ბულბულაშვილი (4), ხარაიშვილი, ყორიაული, ცხოვრებაძე (4), ლაპიაშვილი (7), ტიელიძე (2), გოგავა (4), ფერაძე, დოლმაზაშვილი, იობაშვილი (1).
ბრაზილია: ო. სილვა (1), ბრაგა (3), გ. სილვა (6), ფრეიტაში (12), სოუზა (2), პერეირა, დე სოუზა, ბელანი (1), ალვეში, როდრიგესი, კომერლატო, ლარანჯელო (3), კატარინო (2), დე სანტანა (2), ოლივეირა, ბორგესი.
XXIII ადგილისთვის: ალჟირი-მექსიკა 27:25;
XXI: ბაჰრეინი-არგენტინა 24:25;
XVII (პრეზიდენტის თასი): ნორვეგია-სერბეთი 30:25;
XV: პოლონეთი-ჩილე 33:30;
XIII: ეგვიპტე-სლოვენია 30:35;
XI: კორეა-ტუნისი 34:36;
IX: ისლანდია-გერმანია 26:37.
1/4-ფინალი
შვედეთი-ხორვატია 25:27
პორტუგალია-საფრანგეთი 24:34
იაპონია-ესპანეთი 27:32
დანია-რუსეთი 37:28
1/2-ფინალი
ხორვატია-საფრანგეთი
ესპანეთი-დანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"