U19. საქართველო-ბრაზილია 23:32 - მხოლოდ მეოცე ადგილი

AutoSharing Option
ორიოდე დღეც და თბილისში დამთავრდება 19 წლამდე ხელბურთელთა მე-7 მსოფლიოს ჩემპიონატი. შეჯიბრების სტარტზე ალჟირთან მოპოვებული წარმატების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა დათმო. გუშინ, ბოლო მატჩში მე-19 ადგილისთვის ბრაზილიას დაუპირისპირდა.

საქართველოს ნაკრები სასტარტო მატჩის შემდეგ ყველა შეხვედრაში ცუდად თუ იბრძოდა, ბრაზილიელები - პირიქით, დღითი დღე აუმჯობესებდნენ თამაშის ხარისხს. მე-2 წუთზე ლაპიაშვილმა გახსნა ანგარიში. მერე ოცი წუთის განმავლობაში თითო ბურთით ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან - მეორე. 23-ე წუთიდან ოკეანისგაღმელებმა ხანდოლიშვილის კარში ზედიზედ ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და საგრძნობლად დაწინაურდნენ, თუმცა
ბექა ორჯონიკიძის შეგირდებმა ტაიმის მიწურულს ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირეს - 14:16.

შესვენების შემდეგ ბრაზილიელთა უპირატესობა აშკარა გახდა. ჩემპიონატის ფინიშზე სტუმრებს გამარჯვებისთვის მეტი ენერგია და ჟინი შერჩათ. მათ რიგებში განსაკუთრებით ფრეიტაში გამოირჩა, რომელმაც მასპინძელთა მეკარეს ბადიდან ბურთი 12-ჯერ გამოატანინა. საბოლოოდ ბრაზილიელებმა 32:23 მოიგეს.

"ცხადია, წარმატების მიღწევა გვსურდა, ამიტომ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, - თქვა გიორგი ლაპიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს შვიდი გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო. - როგორც ვნახეთ, ამ დონის ტურნირისთვის ეს მომზადება საკმარისი არ აღმოჩნდა. მთავარი მაინც ის არის, რომ დიდი გამოცდილება შევიძინეთ".

U19. მსოფლიოს ჩემპიონატი, XIX ადგილისთვის
საქართველო-ბრაზილია 23:32 (14:16)
საქართველო: ხანდოლიშვილი, რუსტამოვი (1), ბაინაზიშვილი, ვათიაშვილი, ბულბულაშვილი (4), ხარაიშვილი, ყორიაული, ცხოვრებაძე (4), ლაპიაშვილი (7), ტიელიძე (2), გოგავა (4), ფერაძე, დოლმაზაშვილი, იობაშვილი (1).
ბრაზილია: ო. სილვა (1), ბრაგა (3), გ. სილვა (6), ფრეიტაში (12), სოუზა (2), პერეირა, დე სოუზა, ბელანი (1), ალვეში, როდრიგესი, კომერლატო, ლარანჯელო (3), კატარინო (2), დე სანტანა (2), ოლივეირა, ბორგესი.

XXIII ადგილისთვის: ალჟირი-მექსიკა 27:25;
XXI: ბაჰრეინი-არგენტინა 24:25;
XVII (პრეზიდენტის თასი): ნორვეგია-სერბეთი 30:25;
XV: პოლონეთი-ჩილე 33:30;
XIII: ეგვიპტე-სლოვენია 30:35;
XI: კორეა-ტუნისი 34:36;
IX: ისლანდია-გერმანია 26:37.

1/4-ფინალი
შვედეთი-ხორვატია 25:27
პორტუგალია-საფრანგეთი 24:34
იაპონია-ესპანეთი 27:32
დანია-რუსეთი 37:28

1/2-ფინალი
ხორვატია-საფრანგეთი
ესპანეთი-დანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული