საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატი ზღვისპირებემა მოიგეს

AutoSharing Option
ფოტო:geohandball.ge

საქართველოს ჩემპიონი ქალთა ხელბურთში გახდა ფოთის "ოქროს ვერძი", რომელმაც ფინალში, თბილისის სპორტის სასახლეში 32-25 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული თბილისის "ქარიშხალა". საქართველოს ვაჟთა ხელბურთს ჩემპიონატის ფინალში ბათუმის "შავი ზღვის ბიჭებმა" 35-25 დაამარცხა თბილისის "პეგასი" და 2016 და 2018 წლის შემდეგ ტიტული მესამედ მოიპოვა.

ქალთა ფინალს რაც შეება, თავიდან "ქარიშხალა" დაწინაურდა - უპირატესობა რამდენჯერმე 3 ბურთს აღწევდა, მაგრამ "ოქროს ვერძმა" მე-18-23 წუთებზე, როდესაც ანგარიში 7-10 იყო, ზედიზედ გაიტანა 5 გოლი (12-10) და ტაიმიც ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, 18-16.

შესვენების შემდეგ ქარიშხალა მთელი
11 წუთი უგოლოდ იყო, ფოთელთა ლიდერმა ჯგერენაიამ კი ზედიზედ ხუთჯერ გაიტანა. ანგარიში 23-16 გახდა, საბოლოოდ კი ოქროს ვერძმა 32-25 მოიგო, ნენო ჯგერენაიას პირად ანგარიშზე გოლების ზუსტად ნახევარი, 16 ბურთა, მოგებაში კი არანაკლები წვლილი ჰქონდა მეკარე ქრისტინე ჯავახიას, რომელსაც ფინალში 20 მოგერიება დაუგროვდა.


ქალთა ეროვნული ჩემპონატის გათამაშება, დიდი პაუზის შემდეგ, 2015-16 სეზონში განახლდა. უკვე გაიმართა 4 ჩემპიონატი და ოთხივეს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა - პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა და ფოთი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ქალები, უმაღლესი ლიგა
23 მაისი, თბილისის სპორტის სასახლე

ფინალი. ოქროს ვერძი - ქარიშხალა 32-25

ფოთ: ჯავახია (20 მოგერიება), ფიფია (1) - ჯგერენაია 16, სურგულაძე 6, გოგია 5, ბჟალავა 2, გვათუა 2, რურუა 1, კუპრიევა, კობახია, ბაირამიდი - მწვ. ჟვანია, გეფერიძე, ჭანტურია

ქარ: არაბაჯევი (9) - ა. ჩხაიძე 7, მ. ცინცაძე 6, ი. ჩხაიძე 5, ქ. ცინცაძე 4, ციცქიშვილი 3, ხმელაძე, კირვალიძე, ჩხეტიანი, თათარაშვილი, ბიძინაშვილი, კაკაბაძე, კვეკვესკირი, რაზმაძე, ქარჩავა, დაღოძე - მწვ. ციცქიშვილი


რაც შეეხება კაცთა ფინალს, ის ვერ გამოვიდა ისეთი დრამატული, როგორც წინადღის ნახევარფინალი "ქუთაისსა" და "პეგასს" შორის ან როგორც შარშანდელი ფინალი, "ბათუმი"- "ქუთაისი". მიზეზი მარტივი იყო - ბათუმელთა უპირატესობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში იგრძნობოდა. მერაბ ჭანტურიას და მამუკა მჟავანაძის გუნდი იყო ყველაზე გამოცდილი, ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობისა და ყველაზე გრძელი სკამის მქონე და 23 თამაშიდან 21 მოიგო.

თუმცა, "პეგასისა" და "ბათუმის" ბალანსი ამ სეზონში 2-2 იყო. "პეგასმა" მოიგო საქართველოს თასის ფინალი სექტემბერში, ხოლო ჩემპიონატში უპირატესობა ბათუმელებს ჰქონდათ - 2-1. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ თამაში გამოვიდა უკიდურესად ხისტი და უკომპრომისო - მას შემდეგაც კი, როდესაც გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა და ეს მეორე ტაიმის პირველ ნაწილშივე მოხდა. ბრძოლა ბოლო წუთამდე უმძაფრესი იყო. "ბათუმს" დაუგროვდა 9 ორწუთიანი გაძევება, "პეგასს" - 12, ხოლო ორივე გუნდის მწვრთნელმა თამაში წითელი ბარათით დატოვა.

თანაბარი ბრძოლა იყო მხოლოდ საწყის 20 წუთში. "პეგასის" ლიდერი, ნიკოლოზ კალანდაძემ, რომელსაც პერსონალურად იყვანდნენ, მაინც ბევრი გაიტანა, 12 გოლი. მაგრამ, ის ფაქტობრივად მარტო იბრძოდა - ზარნაძემ მხოლოდ მეორე ტაიმში დაიწყო გოლების გატანა, ჩვეულად შედეგიანი ვერ იყო კუხალაშვილი, ხოლო გრიშიკაშვილი ხაზზე მჭიდროდ ჰყავდათ აყვანილი.

ამის მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, ბათუმელთა დაცვა ლევან ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, რატი მსხვილიძით ცენტრში და ორი საიმედო მეკარით. დევკაცმა რატიმ სეზონში ალბათ პირველად ითამაშა მთელი ძალით და ექვსი დარტყმიდან 5 გოლი შეაგდო, ჩვეულად შედეგიანები იყვნენ სიმონია, ორივე გარემარბი გოგოლაძე და აბრამიშვილი, ხაზის მოთამაშე კოხრეიძე, შეტევას კი უძღვებოდა ძალიან გამოცდილი აკაკი ტალახაძე.

პირველი ტაიმის მე-20 წუთისთვის "პეგასმა" ზედიზედ მიიღო რამდენიმე ორწუთიანი და "ბათუმმა" სწორედ აქ დაიწყო უპირატესობის დაგროვება, ტაიმი 14-9 მოიგო და შესვენების შემდეგ სხვაობა გაზარდა.

"პეგასი" ფინალურ ოთხეულში მეორედ იყო, ფინალში პირველად გავიდა და ჩემპიონატის მედლები პირველად მოიპოვა, რაც ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის ახალგაზრდული გუნდისთვის უდაოდ დიდი წარმატებაა, მით უფრო, რომ გუნდს ტრავმის გამო მთელის სეზონის განმავლობაში აკლდა ერთ-ერთი ლიდერი, ლაპიაშვილი. უმაღლეს ლიგაში თამაშის 6 სეზონის განმავლობაში კლუბი ქართული ხელბურთის ერთ-ერთ ნაყოფიერ კერად იქცა, ასაკობრივ ნაკრებებს გაუზარდა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, ხოლო ეროვნული ნაკრების წევრები, ცხოვრებაძე და დიხამინჯია ევროპულ კლუბებშიც მიავლინა.

Sportall.Ge

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები უმაღლესი ლიგა

23 მაისი, თბილისის სპორტის სასახლე. ფინალები

ფინალი. BSB ბათუმი - პეგასი 35-25

ბათ: ტორონჯაძე (9 მოგერიება), ხანდოლიშვილი (4), ვარშალომიძე - გოგოლაძე 8, სიმონია 6, მსხვილიძე 5, კოხრეიძე 4, ტალახაძე 4, აბრამიშვილი 4, სურმავა 3, თევზაძე 1, ბერძენიშვილი, ტიელიძე, წივწივაძე, მჟავანაძე, სტოლბოვი - მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე

პეგ: დიხამინჯია (6), გორგოძიანი - კალანდაძე 12, ზარნაძე 7, ჟვანია 2, გრიშიკაშვილი 1, კუხალაშვილი 1, ქათამაძე 1, შუბითიძე 1, ბაძაღუა, გვაზავა, ლაპიაშვილი, პატაშური, კობახიძე, კოხრეიძე, - მწვ. კალანდაძე, სახვაძე


გამოვლინდა ეროვნული ჩემპიონატი სიმბოლური შვიდეულებიც. ორი პირადი ჯილდო მოიგო თბილისის პეგასის 17 წლის მოთამაშემ, ნიკოლოზ კალანდაძემ - ის გახდა საუკეთესო გამთამაშებელი და საუკეთესო ბომბარდირი 23 მატჩში გატანილი 198 გოლით. ბომბარდირთა სიაში მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: გიორგი ახალბედაშვილი (გორი, 193), ირაკლი გოგოლაძე (ბათუმი, 192) და დავით ყორიაული (თელავი, 192).

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

საუკეთესო შვიდეული, კაცები

GK ზურაბ ცინცაძე, იმედი-სტუ თელავი
LW ხაზეინ რუსტამოვი, ქუთაისი
LB ზურაბ სიმონია, BSB ბათუმი
CB ნიკოლოზ კალანდაძე, პეგასი
RB რატი მსხვილიძე, BSB ბათუმი
RW გიორგი ახალბედაშვილი, გორი
P გიგა კოხრეიძე, BSB ბათუმი

ქალებში საუკეთესო ბომბარდირი გახდა ყვარლელი თინათინ ქიტესაშვილი (9 მატჩი, 105) გოლი. შემდეგ მოდიან ანა ჩხაიძე (ქარიშხალა, 103), ნენო ჯგერენაია (ფოთი, 91) და ელისაბედ ჩხაიძე (პეგასი, 86).

ქალთა სიმბოლურ შვიდეულში 2-2 ადგილი ერგოთ საქართველოს ჩემპიონს, ფოთის ოქროს ვერძსა და ვერცხლი პრიზიორ ქარიშხალა, თითო - ყვარელს, სამტრედიასა და თბილისის პეგასს.

საუკეთესო შვიდეული, ქალები

GK ქრისტინე ჯავახია, ფოთი
LW ანა ჩხაიძე, ქარიშხალა
LB თამარ ბურკაძე, სამტრედია
CB ნენო ჯგერენაია, ფოთი
RB ქეთევან ცინცაძე, ქარიშხალა
RW მარიამ თავღორიშვილი, ყვარელი
P ნინო საბაშვილი, პეგასი

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული