დრამატული მატჩი და ფრე ფინეთთან - საპასუხო შეხვედრა 19 იანვარს გაიმართება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 იანვარს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთთან ევრო 2022-ის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ფრედ, 24:24 ითამაშა. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარს გაიმართება რიიჰიმიაკიში. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გადის მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში იწყება.

ჩვენმა გუნდმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი (წითელიშვილი - დაცვაში, პირველ ტაიმში გამოვიდნენ კბილაშვილი და მაისურაძე, მეორეში - დიხამინჯია და აბრამიშვილი).

თავიდან ფინეთი დაწინაურდა. მეტოქის ლიდერს, უკანახაზელ ნიკო რონბერგს პირველ ტაიმში თამაშიდან ბურთი არ გაუტანია, თუმცა ფინელები უფრო წარმატებულები
იყვნენ 6 მეტრიდან. ჩვენი ნაკრები პირველ ტაიმში, ძირითადად, შორიდან უტევდა, მაგრამ 13 დარტყმიდან შედეგიანი მხოლოდ 4 იყო, დანარჩენებს კი მეკარე მაკელა (ჯამში 16 მოგერიება) გაუმკლავდა. 3:6 ჩამორჩენის შემდეგ ხაზზე სამჯერ კარგად გაიხსნა არსენაშვილი, გავათანაბრეთ (6:6), მაგრამ ისევ ჩამოვრჩით სამით - 7:10.

ტაიმის ბოლოსკენ ჩვენგან მხოლოდ 3 მოთამაშეს ჰქონდა გოლი გატანილი (ცხოვრებაძე 4, არსენაშვილი 3, ორჯონიკიძე 2), თუმცა ბოლოში რუსტამოვმა გაათანაბრა და ჩიქოვანმა წინაც გაგვიყვანა - 11:10 შესვენებაზე, შოთა თევზაძეს კი 7 მოგერიება დაუგროვდა (სულ - 15).

თამაშის განახლებისთანავე ფინეთმა ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ ჯერ ცხოვრებაძემ უპასუხა ორჯერ, ხოლო ჩიქოვანმა და ორჯონიკიძემ სამით დაგვაწინაურეს: 15:12 და ფინელებს წუთშესვენება დასჭირდათ. მალე ანგარიში 16:16 გახდა და ტაიმ-აუტი უკვე ნიკოლა მაქსიმოვიჩმა აიღო - 41-ე წუთი.

შემდეგ გაგვიმართლა: ჩიქოვანმა შიგ ზონაში აუგდო პასი ცხოვრებაძეს, ამან ვერ დაიჭირა, მაგრამ ბურთი მიუგორდა დიხამინჯიას, რომელმაც კუთხიდან გაიტანა - 17:16. დასრულებამდე 14 წუთით ადრე კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა ორჯონიკიძემ - 18:17, მაგრამ დიხამინჯიას ორწუთიანი გაძევების შემდეგ ჩამოვრჩით და მალე ფინეთი 2 ბურთით გავიდა წინ - 18:20. რჩება 10 წუთი.

ჩიქოვანმა სხვაობა შეამცირა და უკვე რიცხობრივ მეტობაში არსენაშვილს ორჯერ გააქვს ცარიელ კარში 21:20, თუმცა წითელიშვილი ორწუთიანში მიდის - რჩება 8 წუთი. ფინეთი ისევ წინ გადის და ცხოვრებაძე ათანაბრებს - 22:22. მეტოქის გაძევების შემდეგ ორჯონიკიძეს გააქვს ცარიელ კარში - 23:22. რჩება 4.

სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში თანაბარია. დაცვაში უხეშობისთვის ირაკლი ჩიქოვანი იღებს წითელ ბარათს. მეტოქე ისევ წინაა - 23:24 და ცხოვრებაძე ნაკლებობაში ათანაბრებს: 24:24. ბოლო შეტევაში დარტყმა ვერ მოვახერხეთ და სირენამდე 16 წამით ადრე მეტოქის მწვრთნელმა ლინდგრენმა ტაიმ-აუტი აიღო.

ბოლო შეტევაში ტამინენმა კუთხიდან ძელს გაარტყა. ბურთი საწინააღმდეგო ფრთაზე მიიღო შომანმა და მას თევზაძემ აუღო. მეორე რებაუნდიც ფინელებს ერგოთ, მაგრამ ტამინენმა ზონაში დააბიჯა და მატჩიც ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხვალ, გვიან ღამით მიემგზავრება ფინეთში.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. პირველი თამაში

საქართველო-ფინეთი 24:24


საქ: თევზაძე (15 მოგერიება), ცინცაძე - ცხოვრებაძე 8, არსენაშვილი 5, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 3, რუსტამოვი 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, ჭანტურია, კბილაშვილი, მაისურაძე, აბრამიშვილი, კალანდაძე, მიქავა, გოგოლაძე. 

ფინეთი: მაკელა (16) როსლანდერი - ტამინენი 6, რონბერგი 5, სიურიალა 4, შომანი 3, მარტინი 3, მ. გრანლუნდი 1, კოლიონენი 1, სუნდბერგი 1, კილსტედტი, ფორსი, ჰელანდერი, რ. გრანლუნდი, საკინენი

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურ)

საპასუხო მატჩი, 19 იანვარი, რიიჰიმიაკი, "კოქს არენა"

18:00. ფინეთი - საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: მიკუჩონისი (ლიეტ)

https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი, 15, 19 იანვარი. ბელგია - კვიპროსი 24:7

სამი გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

მთავარი შესარჩევი რაუნდი: ოქტომბერი 2020 - ივნისი 2021

მონაწილეობს 32 გუნდი, თამაშდება ფინალის 20 საგზური

(უკვე ცნობილია 20 მონაწილე: საფრანგეთი, დანია, სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, უკრაინა, ჰოლანდია, ლატვია, ბოსნია, რუსეთი, შვეიცარია, პოლონეთი - რუმინეთი, ლიეტუვა, იტალია, თურქეთი, ფარერები, საბერძნეთი, ისრაელი, კოსოვო + ევრო 2020 მეორე ეტაპის 11 მონაწილიდან 9, გარდა მომავალი ჩემპიონისა და ფინალისტისა: ხორვატია, ესპანეთი, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, ბელარუსი, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია + 3 წყვილის გამარვებული: საქართველო-ფინეთი, ბელგია-კვიპროსი, ლუსემბურგი-ესტონეთი)

ევრო 2022: იანვარი 2022, უნგრეთსა და სლოვაკეთში

მონაწილეობს 24 გუნდი (კვალიფიკაციას არ თამაშობს 2 მასპინძელი, ევროპის ჩემპიონი და ფინალისტი).

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფინეთი თუ უპრობლემოდ არ დაამარცხე რა აზრი აქვს შესარჩევში გასვლას?? იმედია ბიჭები შეძლებენ და მეორე თამაშს მოიგებენ, ისე მეგონა რომ ნაკრები ახალ დონეზე გავიდოდა, ძველი საბჭოეთა ქვეყნის ნაკრებებიდან ლიტვამ და ლატვიამ მაგრად მოუმატა, ბელარუსზე, უკრაინაზე და რუსეთზე ლაპარაკი ზედმეტია, ჩვენ და ესტონეთი ჯერ კიდევ ვერ ვართ სათანადო დონეზე. წარმატებები ბიჭებს.
zaza
16 იანვარი 2020 22:31
0
ყოჩაღ ბიჭებო დაცვაში ცოტა მეტი ყურადღება და ნამდვილად შევძლებთ მოგებას მეკარეს საღოლ
912
16 იანვარი 2020 22:13
2
მადლობა ბიჭებს კაი თამაში იყო
გიგი
16 იანვარი 2020 21:20
1
ყოჩაღ ბიჭებო კაი თამაში იყო
gigi
16 იანვარი 2020 21:05
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული