"პრილეპში" ახალი სეზონის წინ სკოპიეს "მეტალურგიდან" გადავიდა რევაზ ჭანტურია, ხოლო ხაზეინ რუსტამოვი, მირიან გავაშელიშვილი და მეკარე ზურაბ ცინცაძე კლუბმა საქართველოს ჩემპიონატიდან დაიმატა.
წინასასეზონო ტურნირი ქალაქ სტრუგის ღია მოედანზე გაიმართა. მონაწილეობდა მაკედონიის 8 უძლიერესი კლუბი, მათ შორის სამი გრანდი - "ვარდარი", "მეტალურგი" და "ეუროფარმ-პელისტერი".
ჯგუფურ ეტაპზე "პრილეპმა" 32:-28 დაამარცხა მასპინძელი ქალაქის, სტრუგის გუნდი, ხოლო "ეუროფარმ-პელისტერთან" და "მეტალურგთან" წააგო (17:38, 24:33). მეხუთე ადგილისთვის "პრილეპი" შეხვდა მეორე ჯგუფში
ოთხივე ქართველმა საკმაოდ ბევრი ითამაშა და მწვრთნელის, გორან კუზმანოსკის მოწონებაც დაიმსახურა. ეგაა, ჯგუფურ ეტაპზე მცირე ტრავმა მიიღო მირიან გავაშელიშვილმა, რის გამოც ბოლო მატჩი გამოტოვა და გუნდურ ფოტოზეც ვერ მოხვდა.
"პრილეპი" მაკედონიის ბოლო, შეწყვეტილ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო. 2020-21 წლების ჩემპონატი ახალი ფორმატით გაიმართება. პირველ ეტაპზე 14 გუნდი 2 ჯგუფად გაიყოფა. თითო ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს - ამ 6 გუნდს დაემატებიან სკოპიეს "ვარდარი" და "ეუროფარმ რაბოტნიკი" და საჩემპიონო პლეი-ოფს შექმნიან. დანარჩენი 8 გუნდი პლეი-აუტში ითამაშებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
A ჯგუფი: "ოჰრიდი", "სტრუგა", "პროლეტი", "რადოვიში", "ასტარიონი", "კისელა ვოდა", "კლუბ 7"
B ჯგუფი: "პრილეპი", "მეტალურგი", "რაბოტნიჩკი", "ბუტელ სკოპიე", "მლადოსტ ბოგდანცი", "ტიკვეში", "ეუროფარმ პელისტერ-2".
geohandball.ge