ევროპის ლიგის მეორე ტურში ერეკლე არსენაშვილის "სპორტინგმა" უნგრულ "ტატაბანიას" 37:23 სძლია.
მატჩის საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიელების ქართველი ლეგიონერი გახდა, რომელმაც 9 გოლი გაიტანა.
"სპორტინგმა" ორივე ტურში იმარჯვა და ლიდერია. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გავა.