ორჯონიკიძე ფინეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საუკეთესო იყო

AutoSharing Option
თეიმურაზ ორჯონიკიძემ ფინეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ქართველი ლეგიონერის „კოკსმა“ მეტოქე 40:26 დაამარცხა, ორჯონიკიძემ კი ანგარიშზე 7 გოლი ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ფინეთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან კონტრაქტი ერთი კვირის წინ გააფორმა, ხელშეკრულების მიხედვით, ის „კოკსში“ მინიმუმ წელიწად-ნახევარი დარჩება.

geohandball.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული