"რეშიცა" ორჯონიკიძისთვის მეხუთე უცხოური კლუბია. თეიმურაზმა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან სამჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, 2016 წლის შემოდგომაზე კი მაკედონიის "პრილეპში" გადავიდა. მან თითო სეზონი გაატარა "პრილეპსა" და მაკედონიისვე "პელისტერში", ორი კი უნგრეთის ეროვნულ ლიგაში - "ფერენცვაროშსა" და "ოროშჰაზიში". ბოლო, დაუსრულებელ სეზონში მან 14 თამაშში 52 გოლი გაიტანა თავისი კლუბისთვის, რომელიც 18 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზე იყო.
სეზონი არ დასრულებულა რუმინეთშიც. ორჯონიკიძის ახალ კლუბ, "რეშიცაში", ბოლო სეზონში საქართველოს
"CSM რეშიცას" ხელბურთის კოორდინატორმა კრისტი პეტრუმ განაცხადა, რომ ორ ხელბურთელთან, რუმინეთის პოტაისა ტურდას მეკარე რაზვან სტოპკასთან და ქართველ თეიმურაზ ორჯონიკიძესთან კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და ახალი სეზონისთვის კიდევ სამ ან ოთხ ხელბურთელს აიყვანენ.
ახალ კლუბში გადასვლას გამოეხმაურა ორჯონიკიძეც: "ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ახლახან მივიღე. რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან რეშიცა ვარჩიე, რადგანაც მჯერა, რომ გუნდს ძალიან კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია. პირადად მე მზად ვარ ყველაფერი გავიღო ახალი კლუბისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრებიც მხარში დაგვიდგებიან მიზნის მისაღწევად“.
თეიმურაზ ორჯონიკიძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2013 წელს, თბილისის სპორტის სასახლეში, ფინეთის ნაკრებთან მოგებულ მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ კი ეროვნულ გუნდში, მარცხენა ინსაიდის პოზიციიდან, 31 მატჩში 91 გატანილი გოლი დაუგროვდა.
თეიმურაზ ორჯონიკიძე: დაიბადა 1996 წლის 7 თებერვალს თბილისში. სიმაღლე 198, პოზიცია: LB, ხელბურთში ვარჯიშობს 2006 წლიდან. კარიერა: სტუ-შევარდენი (2012-16, საქართველოს ჩემპიონი 2013, 14, 15) - პრილეპი (მაკედონია, 2016-17) - პელისტერი (მაკედონია, 2017-18) – ფერენცვაროში (უნგრეთი, 2018-19) - ოროშჰაზი (უნგრეთი, 2019-20) - რეშიცა (რუმინეთი, 2020-); საქართველოს ნაკრებში თამაშობს 2013 წლიდან. 31 თამაში, 91 გოლი. IHF ერთა თასის გამარჯვებული (2019)
geohandball.ge