საქართველო VS ფინეთი - "მოგებას მოწყურებულები ვართ"

AutoSharing Option
"გვიყვარს ბრძოლა და მოგებას მოწყურებულები ვართ. იმედია, ჩვენი მხარდამჭერები იმ მუხტს მოგვცემენ, რაც მათგან გვჭირდება!”

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

ორმატჩიანი პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 5 იანვარს, 19:00 საათზე თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, სამი მოთამაშეა შეცვლილი: გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდებიან ხაზეინ რუსტამოვი და ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო გამოცდილმა რატი მსხვილიძემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ჩვენს ნაკრებს უბრუნდება ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიის 10-გზის ჩემპიონ
"ვინტერთურის“ წევრი გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. სანაკრებო დებიუტი ექნება ახალგაზრდა აკაკი პატაშურს. ის ბერძნული "არგოსის“ ღირსებას იცავს. გუნდს ასევე შეუერთდა "ქუთაისის“ მოთამაშე ლექსო წითელიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი“, ჩრდ. მაკედონია), გიორგი ცხოვრებაძე („ვინტერთური“, შვეიცარია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ“, გერმანია), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა“, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („კოკსი“, ფინეთი), აკაკი პატაშური („არგოსი“, საბერძნეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა“, რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, უჩა მაისურაძე (სამივე ბსბ), ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია ( ორივე „ქუთაისი“)

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული