საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ლიეტუვა 14 ბურთის სხვაობით დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა 32:18 დაამარცხა და მიმდინარე ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოდ ზურაბ ცინცაძე დასახელდა, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა. ასევე უნდა გამოვყოთ გიორგი ცხოვრებაძე (11 გოლი), ნიკოლოზ კალანდაძე (7 გოლი), გიორგი დიხამინჯია (4 გოლი), ირაკლი კბილაშვილი და ერეკლე არსენიშვილი (3-3 გოლი).

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 მარტს გამართავს, ამჯერად ლიეტუვაში და ჯგუფში მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკა კალანდაძე არის ქართული ხელბურთის ნათელი მომავალი
კალანდაძე ნიკა
12:37 09-03-2023
0
იქნებ დაწეროთ ჯგუფში კიდევ ვინ არის და საერთოდ კვალიფიკაცია რა სისტემით ხდება?
Tengo
07:24 09-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული