მეტოქე თავიდან 4:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა, თუმცა დაცვაში შეცდომებს უშვებდა და პირველი ტაიმი 12:19 წააგო. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ 5 ბურთით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდიდან 9 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, რომელიც
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 7 გოლი ერეკლე არსენაშვილმა გაიტანა, ხოლო 6 - თემურ ორჯონიკიძემ.
ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.