ცინცაძის გმირობანი - საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა.

ტიტე კალანდაძის გუნდი თავიდან 6 ბურთის სხვაობით აგებდა, მაგრამ გარდატეხა მოახერხა და პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბოსნია 3 ბურთით დაწინაურდა, შემდეგ მეკარე ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ორჯერ დამატებაზე არ გაატანინა მეტოქეს, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ქართველმა ხელბურთელებმა შეტევაში თამაში ისევ გამოასწორეს და გაიმარჯვეს.

Sportall.Ge

ჩვენი გუნდიდან 7 გოლით ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, 5 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ცინცაძე გახდა.

E
ჯგუფში ტურნირის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ერთი მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ბრავო მთელ ნაკრებს, უბრალოდ პირდაღებული ვუყურებდი, დღეს უკვე მესამეჯერ ვუყურე, ასე მეგონა გვარდიოლას ბარსა თამაშობდა ხელბურთს, ხოლო ცხოვრებაძე კი მე მგონი საერთოდ ხელბურთის მესია, ცინცაძემ კი ისეთი სასწაულები აკეთა, უბრალოდ არც ვიცი რა სიტყვები შევუჩიო!
დავითი
06 მაისი 2024 15:44
0
მადლობა ბიჭებო. მადლობა ტიტეს. თურმე წარმოუდგენელი არაფერია. შრომა და თავდადება საქმის სიყვარული და შედეგიც მოვა. ამაყი ვარ ამ ბიჭებით. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს.
G.LA
17 იანვარი 2024 15:25
0
ესეც ასე, ისტორია დაწერილია, ახლა ახალი ფურცლების დაწერის დროა. ყოჩაღ ტიტე, რა გუნდი შეკრა. არავითარი შედეგით ტკბობა, თქვენნაირ ბიჭებს უფრო მეტიც შეუძლიათ, მადლობა ბიჭებო, ბრავო!
16 იანვარი 2024 16:08
0
ბრავო ბიჭებო, ასეთი მუხტი და სიამაყე ჩვენი რაგბისტების შემდეგ პირველად ვიგრძენი, მადლობა და ბევრი ასეთი ლამაზი გამარჯვება ქართულ სპორტს!
!
16 იანვარი 2024 15:42
0
პ.ს. ეს ბიჭი კი ისე დაფრინავს ცხოვრებაძე კი არა და შევარდნაძეა ან ქორიძე, ანაც არწივაძე! ერთი სიამოვნებაა ასეთი ათლეტის ყურება, რათქმაუნდა ქება და ქება მეკარეს, რომ არა მისი გმირობა და მუხტი …! ყოჩაღ!
!
16 იანვარი 2024 18:23
0
საამაყო ბიჭები არიან!
გია_544
16 იანვარი 2024 11:44
0
გილოცავ საქართველო!!!!!ბუდუ ზივზივაძე ჩასულა ამათ საგულშემატკივროდ,გერმანიის იმ ქალაქში,სადაც თამაში იმართებოდა,მიყვარს ასეთი საქართველო და ქართველები!!!!
საქართველო უპირველესად
16 იანვარი 2024 10:59
1
ვაუ გაოცებული და გაკვირვებული ვარ.. არც ვიცოდი თუ ასე თამაში შეეძლოთ ჩვენებს.. ეს ცხოვრებაძე რასაც აკეთებს მე ეგეთი რამ ხელბურთში არ მინახავს.. საღოლ ბიჭებს
papai
16 იანვარი 2024 10:25
0
ვინც ცოცხლად არ უყურეთ მატჩს და მეკარის 4 სეივს და 19-20ზე ჩაჭრას ვიდეობის ყურებით იმდენ ემოციას ვერ მიიღებთ 8-2ზე გათიშვას ვაპირებდი აიჭრნენ და როგორც უმეტესად ჩვენში ხდება ადრე მორჩა თამაში თქო ბოსნიაზე უფანტაზიო მე დიდად შორს მყოფს ხელბირტიდან არ მინახავს ჩოფბურტელს მარტო ეისი რო გაქ მარაგში ისე იყო ბოსნიის საქმე შორიდან დარტყმა მხოლოდ შევიწირეთ მწვრტნელის სკამი დიდი ალბათობიტ :D
ნოდო
16 იანვარი 2024 10:06
0
სახლიკაცები,ტელევიზორში რაღაც სერიალს უყურებდნენ,მე კი,ყურსასმენებით,ნოუთბუკში,ამ თამაშს ვუყურებდი.ცინცაძემ პენალტი რომ აიღო და დამატებაც ზედ მიაყოლა,ნოუთბუქიანად წამოვფრინდი და ღრიალი რომ დავიწყე,გიჟი ვეგონე,თუმცა მეორე პენალტი,მათაც ვაყურებინე, მათაც ტელევიზორი,სილქ უნივერსალზე გადმორთეს და გამარჯვებაც ერთად ვიზეიმეთ!სასწაული გააკეთა ცინცაძემ,თუმცა მთელ ნაკრებსაც ბრავო!2-8 დან თამაშის შემოტრიალება,უძნელესი საქმეა.
სოსო
16 იანვარი 2024 09:09
0
ერთ და იგივე დროს, 60-ან წლებში - ხელბურთშიც, ისევე როგორც კა₾ათბურთსა და რა თქმა უნდა ფეხბურთში ევროპაში ლიდერებში და მოდის დამფუძნებლები ვიყავით (ხელბურთში ჯემალ ცერცვაძე - იმედო ფხაკაძე; კალათბურთში - "პტიცა" უგრეხელიძე - ზურა საკანდელიძე; ფეხბურთი მიშა მესხი - სლავა მეტრეველი).
იმედია ეს ბიჭები არ მოდუნდებიან და უკეთეს შედეგებს მიაღწევენ.
ისე ცნობისათვის ცინცაძეებს ჩოხატაურში მიმინოსავით სწრაფებს ეძახიან! ყოჩაღ მეკარევ!!!
ვაჟა მასწავლებელი
16 იანვარი 2024 01:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული