ენტონი ჯოშუა ჩემპიონობას კუბრატ პულევთან დაიცავს

AutoSharing Option
როგორც ESPN წერს, ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსანი ენტონი ჯოშუა თავისი ტიტულების ბულგარელ კუბრატ პულევთან ჩხუბში დაცვას დათანხმდა.

ჯოშუა საჩემპიონო ქამრებს IBF-ის, WBA-სა და IBO-ის ვერსიებით ფლობს. რაც შეეხება პულევს, ის IBF-ის ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტია. ბულგარელთან ჩხუბზე უარის თქმის შემთხვევაში, ბრიტანელს IBF-ის ქამარს ჩამოართმევდნენ.

ვარაუდობენ, რომ ბრძოლა 28 ოქტომბერს, უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული