"მეგობარს თვალწინ რომ მიკლავენ და მე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვდგავარ, მაშინ ჩაქუჩა კი არა, ჩემი ფეხები ვყოფილვარ"

AutoSharing Option

"მინდა, ხაზი გავუსვა ცრუ ინფორმაციებს და სიმართლე იცოდეს ხალხმა. მე არავინ მიცემია, თავს არავის დავსხმივარ, არც ფულის, არც ოქროს გამო. არის ერთი ინციდენტი: სარბენად ვიყავი გასული, ბოდვარგზე. მიყვარს ოკეანესთან ახლოს სირბილი და რომ მოვრჩი ვარჯიშს, სადღაც 12 სთ იქნებოდა დღის, მეგობრების მანქანები დავინახე. მეთქი, მივესალმები. როდესაც ავედი ზემოთ ნარბენი, სულ სველი ვიყავი და ვთქვი კიდევაც, მოსასალმებლად მოვედი-მეთქი...

ესეც ჩაწერილია, ინფორმენტმა ამოიგო დანა და ჩემს მეგობარს ესროლა მუცლის არეში. რა თქმა უნდა, ვერ გაარტყა მიზანში. მეც გაშლილი ხელი შევთავაზე ინფორმენტს, რადგან
დანა მომეგდო ხელში და გამეცილებინა იქაურობას.

მოგეხსენებათ, ხელი მძიმე მაქვს. წაბარბაცდა ინფორმენტი და რომ მოეგო რეალობას, აღარც დანა იდო მაგიდაზე და მეც ჩემს ადგილას ვიჯექი. ამ ყველაფრის აუდიო და ვიდეოჩანაწერი არსებობს, ვითომდა ჩემ საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამით ვადასტურებ იმას, რომ ინფორმენტი ძალიან საშიში კაცია. მისთვის უნდა მიესაჯათ 20 თუ 25 წელი. 15 წელი ციხეში გაატარა, შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა, დეპორტით რომ არ გაეშვათ. ასეთმა საშიშმა კრიმინალმა დანა კი არა, ვარდი რომ გესროლოს, შეგაშინებს.

თანაც არ ვიცოდი, რომ ინფორმენტი იყო, თორემ ეგ რომ მცოდნოდა, ყველაფერს ხაზი გაესმებოდა. ამერიკის მთავრობა არავის მოკვლის უფლებას არ მისცემდა მას. ასე დავიცავი ჩემი მეგობარი. თუ მოიყვანენ ჩემ წინააღმდეგ სასამართლოზე, ამერიკელს ვის ვაწყენინე, ვის დავესხი თავს, ამ შემთხვევაში დავეთანხმები ბრალდებას.

მეგობარს თვალწინ რომ მიკლავენ და მე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვდგავარ, მაშინ ჩაქუჩა კი არა, ჩემი ფეხები ვყოფილვარ. ცემა მე როგორი ვიცი, შედით ჩემს არქივში და ნახეთ, ერთი დარტყმით როგორ გავუტეხე ყბა მოწინააღმდეგეს, ნეკნებიც... და სპარინგპარტნიორებს ამერიკაშიც გავუტეხე ნეკნები. ეს დაუგეგმავად ხდებოდა. მე არავისთვის ზიანის მიყენება არ მინდა, მხოლოდ მინდა ვაჯობო ბრძოლის დროს. და ინფორმენტს, მოგეხსენებათ, გაშლილი ხელის დარტყმისთვის არავინ მისცემდა 25 წელს, მას ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს დაშავებული. ციხეშიც გავიგე მასზე, როგორ დაუჩეხავს ხელები და პოლიციისთვის გადაუშლია".

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მკითხველის კომენტარები / 11 /
თავისუფლება ჩაქუჩას.
haha
18:40 07-05-2018
4
ჩვენებურად (კხურად) ხურციძის ამ მონოლოგს ქვია -"რას მიცვავ-მააცვავ ოოოო". ვერაფერიც ვერ გავიგე, რის თქმა უნდა ჩაქუჩას. ანუ დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ არ ჩამიდენიაო!!! ნუ მოკლედ!!!!
kalia
17:59 07-05-2018
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული