აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

AutoSharing Option
ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

alt"მეგობარს თვალწინ რომ მიკლავენ და მე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვდგავარ, მაშინ ჩაქუჩა კი არა, ჩემი ფეხები ვყოფილვარ"

altაშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქმის დეტალებს არ ვიცნობ მაგრამ ამერიკაში რომ ძალიან მკაცი კანონბია ფაქტია, ისიც ფაქტია რომ ერთი წელი წინასწარპატიმრობაში იყო რას ნამდვილი ქაჯობაა, აშკარად უსამართლოდ გაწირეს მე ამის მჯერა და არც ამერიკული მართლმსაჯულების მჯერა ისე ბრმად რომ კითხვები არ მქონდეს.
დათო
03:29 21-06-2018
1
ავთო დიდი განათლებით არ გამოირჩევა საუბარიც ვერა აქვს დალაგებული,მაგრამ მომკალით და ვერ დავიჯერებ,რომ ასეთი წყალწაღებული კრიმინალია.თუმცა არც ანგელოზი იქნება ეს ნოჩხუბარი კაცი.
სოსო
23:09 20-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული