აშშ-ში ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორ ფრე და ორ მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

თუ სასამართლო ქართველ მოკრივეს ყველა პუნქტის მიხედვით დამნაშავედ მიიჩნევს, მას 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი ძალიან დაჩაგრეს, ერთ წელზე მეტია რაც წინასწარ პატიმრობაში ყავდათ, ამერიკელები არ იყვნენ უგულავას ორჯერ 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა რომ შეეფარდა ერთი ამბავი ატეხეს აქაოდა ადამიანის უფლებების დარღვევააო ეგო ??...
დათო
11:00 06-06-2018
0

სიახლეები პოპულარული