სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ - აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

AutoSharing Option
აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი თავად გამოაქვეყნა.

"მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი , მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები, აპილს დავწერთ და დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო.

ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ, 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2-ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ.

1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა , აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. გაქაჩე გამოქაჩე და კიდევ ერთი წელი და ამომარტყამენ ტრ...ში პანღურს და მეტყვიან მოუსვი აქედანო ჰა ჰა ჰა . ეხლა მე განვავითარე ყველაზე ცუდი ვარიანტი...“, - დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი "რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში" ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

2018 წლის ივნისში აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

გუშინ კი ის სასამართლომ ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის, ასევე, საბუთების გაყალბების ბრალდებაში გაამართლა.

altაშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

alt"მეგობარს თვალწინ რომ მიკლავენ და მე ჯიბეში ხელებჩაწყობილი ვდგავარ, მაშინ ჩაქუჩა კი არა, ჩემი ფეხები ვყოფილვარ"

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაქუჩას დედას ჰგონია,თავის შვილს ქუთაისის სასამართლო ასამართლებს-- არაა ჩემი შვილი დამნაშავე და სიმართლეს ვერ მივაღწიეო...
status quo
14:50 04-07-2018
4
dzalian kargi. tu chveniani gamartlda da kriminali ar yofila es xo chveni xalxis da qveynis girsebacaaa. gasaxari faqtia
levani
14:42 04-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული