აღნიშნულ ბრძოლასთან დაკავშირებით Sportall.ge დვალიშვილს დაუკავშირდა.
"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად ტარდება UFC რუსეთში და შესაბამისად, ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ამ ღონისძიებას UFC-ის მაყურებლის მხრიდან.
მიხარია, რომ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და საშუალება მაქვს, გავახარო ჩემი მეგობრები და გულშემატკივრები.
ხაბიბის (ნურმაგომედოვი) ჩემპიონობის გავლენით გადაწყდა ბრძოლის რუსეთში ჩატარება და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის ეს დიდი და მნიშვნელოვანი
რა თქმა უნდა, ბრძოლის რუსეთში გამართვა ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რადგან ეს პირველი UFC ბრძოლაა რუსეთში და დიდ ინტერესს იწვევს.
როგორც ვიცი, პუტინი და კადიროვი დაესწრებიან ბრძოლებს და მინდა, მათ ცხვირწინ აღვმართო და ავაფრიალო ქართული დროშა და დავანახო ჩვენი ძალა და ღირსება", - აღნიშნა დვალიშვილმა.
ექსკლუზივი. მერაბ დვალიშვილი: ვეღარ ვსუნთქავდი, მაგრამ გადავწყვიტე, ბოლომდე გამეძლო