UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც იცით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.
"მე ამ ხალხზე პატრიოტი არავინ მეგულება. დღეს ზოგიერთებს კი გინდათ ამ გმირ ხალხს ტალახი ესროლოთ... დაფიქრდით კარგად და გააანალიზეთ, რას იტყვით ხოლმე...
ps. ეს ბიჭები კიდევ ბევრჯერ ასახელებენ საქართველოს მსოფლიოს მასშტაბებით", - წერს დვალიშვილი.
09:56 20-08-2018
"მე ამ ხალხზე პატრიოტი არავინ მეგულება... დღეს ზოგიერთებს კი გინდათ, ამ გმირ ხალხს ტალახი ესროლოთ!"
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ჩემთვისაც აღარ არსებობს მოჭიდავეთა ნაკრები
2
4
ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ ჩემთვის ამ ფორმაციის თავისუფალ მოჭიდავეთა ნაკრები აღარ არსებობს. რა, პატარა ბავშვები არიან და არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ? არც მაგათი მედლები მინდა და არც მაგათი გამარჯვებები. თუ რამეს მიაღწიეს, მხოლოდ საკუთარი თავითვის და არა ქვეყნისთვის. არა და ჭიდაობის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ.ეს დვალიშვილიც ეტყობა დიდი ვერაფერი პატრიოტია.
6
4
შეიძლებ დაუფიქრებლად მოუვიდეს ვინმეს და ამაზე ბოდიში მოიხადოს,თუმცა როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი აკეთებს გაუნათლებელი ადამიანის განცხადებას და იძახის,რომ ბიჭები რასაც უნდა იმას ჩაიცმევენო უკვე გაანალიზებულად ჩადენილ საქციელს გავს,რაც არ მინდა დავიჯერო,რადგან იმხელა სიხარული მაქვს მიღებული ამ ბიჭების მოღვაწეობით,რომ რაღაც დონეზე გაფერმკრთალდება. ,,შენი ოჯახის სახე ხარ ოჯახს გარეთ და შენი ქვეყნის დესპანი ქვეყნის გარეთო".
3
1
წადი რა ჩემო ძმაო შენ საქმეს მიხედე,იქნიე მუჭები და იბრძოლე და შეეშვი სხვის გაპრავებას.ამ ქვეყანაში არავინ მის საქმეს როარ აკეთებს მიტო ხდება ესეთი რაღაცეები,ფედერაციის პრეზიდენტი ტატუნაშვილის საქმეზე ოსებს და რუსებს მადლობას გადაუხდის მერე რაღა ვიალაპარაკო.
13
2
მაიმუნების დოღი-აქ კომენტარი ზედმეტია-არც სინდისუი,არც ნამუსი და არც თავმოყვარეობა.ბოდიშებს რაში იხდიან?
4
0
ცუდია,როცა ადამიანები ასე ექცევიან საკუთარ ქვეყანას,მაგრამ უფრო ცუდია,როცა ასეთ საქციელს ამართლებენ. ვის უნდა ეგეთი ჩემპიონები?! რა გირჩევნიათ,რომ გყავდეთ 1000 მსოფლიო ჩემპიონი თუ საქართველო იყოს ერთიანი და ძლიერი? ამ კითხვაზე უპასუხეთ და მიხვდებით,რა დააშავეს ამ ხალხმა. მეგობრობა ორ ეროვნებას შორის მშვიდობიანობის დროს მოსულა,მაგრამ როცა ტყვია გავარდება,ეგ მეგობარი უკვე მტერია. მოგეხსენებათ,რომ ტყვია დიდი ხანია გავარდნილია და ყოველი ასეთი ნაბიჯი ღალატია საქართველოსი. ეს ეხება ყველა მოჭიდავეს,მსახიობს,მხატვარს,მომღერალს და ფერმერს. დღეს საქართველო სამოარ სიტუაციაშია და მტრის დროშის ფრიალი,სულში ჩაფურთხებაა საკუთარი ხალხის. ომში კი შენი მეგობარი შენ გვერდზე მდგომი ქართველია და არა რუსი,არა ოსი და არა თურქი. ანწუხელიძესაც შეეძლო,რომ გადაევლო საქართველო დროშისთვის და მერე ბოდიში მოეხადა,მაგრამ ეს არ გააკეთა,რადგან ამით საომარ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას სულში არ ჩაფურთხა და ჩვენ ამით გავიმარჯვეთ,რადგან ანწუხელიძის დარი ბიჭები მოკლეს მარა ვერ დაამარცხეს. ჩვენ ბრძოლა წავაგეთ,მაგრამ ომი გრძელდება. ამ ხალხმა თავისი საქციელით კიდევ ერთი ბრძოლა წაგვაგებინეს. შეუძლიათ,კიდევ 1000 მედალი მოიგონ,მაგრამ ვერასოდეს დადგებიან ქართველი წინაპრების დიდების დარბაზში. მიუხედავად ყველაფრისა,ჩვენ მაინც შევძლებთ რუსების გარეკვას ქვეყნიდან და მერე მოღალატეებსაც მივხედავთ. დავმშვიდეთ ქართველებო,რადგან ორად გაყოფა არ გვარგებს და ჯერ გარე მტერი გვყავს მოსაშორებელი და მერე მათაც მივხედავთ.
6
0
შენც ამათნაირი ხარ ბიჭო?
7
3
არავინ არ უქებს ამ საქციელს,თვითონაც თქვეს,რომ.არ უნდა გაეკეთებინათ, ის კაცი დახმარებიათ ტატუნაშვილთან დაკავშირებით,ასე ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი,მე ვამბობ,რომ ლანძღვა არ.არის მეტი საჭირო,კი ბატონო არ მოიქცნენ სწორად,რა ვქნად გავასახლოდ თუ.დავხვრიტოდ,ადამიანები არიან შეცდომა მოუვიდათ,ესენი რა ჩვენი ძმები არ არიან? მით უმეტეს მოინანიეს ნუ დავაკერებთ იარლიყებს,უკრაინელ ფეხბურთელს კი ყოჩაღ,მით უმეტეს ფიოდოროვი რუსული გვარი არის,გამოხატა კაცმა პროტესტი ჯიგრულად.
9
4
პირადად მე იცით რაზე მტკივა გული?!გახსოვთ,ილია ჭავჭავაძე რას ამბობს "ოთარაანთ ქვრივში": ...განა მზეს ეუბნებიან ამოდიო,აქ სიყვარული თავისთავად უნდა მოსულიყო,ბრმა გული რომ არ დახვედროდა... ესეც ანალოგიური შემთხვევაა,აქაც თავისთავად ყოველგვარი IQ-ს გარეშე უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა დროს ამ კუთხით უარეს სისულელეს არ გააკეთებენ!კარგით ერთი რა, ტატუნაშვილთან დაკავშირებით დახმარებიან თურმე, ცოცხალი ჯანმრთელი ადამიანი ჩავიდა ახალგორში, ცხედარი დაგვიბრუნეს ნაწამები და თურმე მათი მადლობლები უნდა ვიყოთ!
10
0
პატრიოტებო ომის შემთხვევაში წითელ ხიდზე არ გნახოთ ბუჩქებიდან გამოდით დაგთვალოთ .
5
11
ალბათ შენც იქ იყავი ბუჩქებში თორე სხვას როგორ ნახავდ. პატრიოტიზმი გეთაკილიება შე მატრიოშკა?
6
1
აი შენდათავად ვინც არ იბრძოლოს ის იყოს ჟირინოვსკი. მოსულა? დამცინავად რო წერ იმ ხალხზე ვისაც ელემენტარულად გული შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი გმირების ხსოვნაზე
6
3
რანაირად არიაბ პატრიოტები როცა საქართველოს მტერ სეპარატისტს ეძმაკაცებიან. ხო დანამდვილებით ვიცით არა რო ის ტედეევი პირწავარდნილი სეპარატისტია, თან რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული პირი. აი ასეთ ადამიანთან ძმაკაცობა მითუმეტეს მისი ფოტოთი პოზირება არის ანწუხელიძის, შინდისის გმირების და ბევრი სხვა ქართველი გმირის სულში ჩაფურთხება. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთ სპორტსმენს სულ რო 3 ოლიმპიადა და 10 მსოფლიო ქონდეს მოგებული, ვერ დავაყენებ 1 რიგით ჯარისკაცზე წინ!!! არათუ სამშობლოსთვის შეწირულ გმირებზე წინ
27
11
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული