"კონტრაქტიც კი არ გამოგზავნეს" - "კინგ კონგი" მილერს არ ჩაანაცვლებს

AutoSharing Option
როგორც ლუის ორტიზის პრომოუტერმა განაცხადა, კუბელი "კინგ კონგი" ჯარელ მილერს არ ჩაანაცვლებს და ენტონი ჯოშუასთან რინგზე არ გავა.

ენტონი ჯოშუას კარიერაში პირველად უნდა ეჩხუბა აშშ-ში, Madison Square Garden-ის რინგზე, მაგრამ ჯარელ მილერს აკრძალული პრეპარატების მიღების გამო ლიცენზია ჩამოართვეს.

ორტიზმა ჯოშუას პრომოუტერი ედი ჰირნი დაადანაშაულა "კინგ კონგის" ფანდად გამოყენებაში.

"ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წერილი პრომოუტერისგან და თავიდანვე ჩანდა, რომ მათ ჩვენგან თანხმობა არ უნდოდათ და ეს ყველაფერი ხრიკი იყო. ჰირნის იაფფასიან შემოთავაზებებს არ დავთანხმდებით" - დაწერა ორტიზმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".

"კონტრაქტიც
კი არ გამოგზავნეს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ ლუისის ფანების წინაშე. ლუისს ძალიან უნდოდა ამ ტიტულისთვის ბრძოლა."

IBF WBA და WBO ვერსიით ჩემპიონი ჯოშუას მოწინააღმდეგე, წესით, ამ კვირაში უნდა გაირკვეს. ჰირნი ამბობს, რომ ჯოშუა ვარჯიშს აგრძელებს და ისინი მილერის პოტენციურ შემცვლელად 8 მოკრივეს განიხილავენ.

ორტიზის გარდა, სახელდებიან ადამ კოვნაცკი და მაიკლ ჰანთერი.

40 წლის "კინგ კონგმა" ორტიზმა 32 ბრძოლიდან მხოლოდ ერთხელ წააგო. ის რინგზე WBC ჩემპიონ დეონტარი ვაილდერთან მე-10 რაუნდში დამარცხდა.

alt "მხოლოდ ერთი მეფე იქნება" - კრივის სამყარო საუკუნის ბრძოლას მოთმინებით ელოდება

მომზადებულია sky sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული