ჭაბუკმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა რუმინეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. კონტინენტის პირველობის მესამეადგილოსნები გახდნენ გიორგი საჯაია (52კგ) და გიორგი დეკანოზიშვილი (80კგ).

ევროპის ჩემპიონატი ქალაქ გალატში 24 ივნისს დაიწყო. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 11 მოკრივით დაიწყო ასპარეზობა, ნახევარფინალში კი მხოლოდ საჯაია და დეკანოზიშვილი გავიდნენ.

ორივე მათგანმა გუშინ იასარეზა: საჯაია რუს ალექსეი შენდრიკთან მსაჯების გადაწყვეტილებით 1:4 დამარცხდა, დეკანოზიშვილს კი ასევე რუს ნიკიტა ლებედევთან მოეცარა ხელი. კრივში მესამე ადგილისთვის შეხვედრები არ ტარდება, ბრინჯაოს მედლებს ნახევარფინალებში დამარცხებულები იღებენ.

მომზადებულია Sportstat.gov.ge-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული