შესაძლოა, ავთანდილ ხურციძე აქ ყოფილიყო - საუნდერსი კანელოს ბრძოლაზე თითქმის შეუთანხმდა

AutoSharing Option
ბრიტანელმა მოკრივე ჯო ბილი საუნდერსმა, რომელიც WBO ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს ფლობს სუპერსაშუალო წონაში, თითქმის შეათანხმა ბრძოლა მექსიკელ საულ "კანელო" ალვარესთან.

კანელო ალვარესი საშუალო წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი იყო და ახლაც ინარჩუნებს ორი დივიზიონის (WBC, WBA) ქამრებს. თუმცა მექსიკელმა მსუბუქიდან მძიმე წონაში გადასვლა გადაწყვიტა და რუსი კოვალიოვის დამარცხებით WBO ვერსიით მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. ისე გამოვიდა, რომ საულ ალვარესმა 1 წონითი კატეგორია გამოტოვა - სუპერსაშუალო წონა.

ამის გამოყენება სათავისოდ  ჯო ბილი საუნდერსმა სცადა და კანელოს ბრძოლა შესთავაზა. არც მექსიკელია უარზე და
როგორც მისმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მექსიკელისა და ბრიტანელის ჩხუბი შედგეს.

დასანანი ჩვენთვის ის გახლავთ, რომ საუნდერსის ნაცვლად, შესაძლო იყო, აქ ავთანდილ ხურციძე ყოფილიყო. "ჩაქუჩას" უკვე შეთანხმებული ჰქონდა საუნდერსთან ბრძოლა და 20 დღე აკლდა მის გამართვამდე, როცა ქართველი მოკრივე დაიჭირეს.

მართალია, საუნდერსს კარიერაში ბრძოლა არ წაუგია, თუმცა ხურციძის დაჭერის შემდეგ 5-ჯერ გავიდა რინგზე (3-ჯერ ბრიტანეთში) და 3-ჯერ 12 რაუნდი დასჭირდა გასამარჯვებლად, 1-ხელ 11 და მხოლოდ 1 ბრძოლაში გაიმარჯვა შედარებით ადვილად. ხურციძის სტილის მოკრივეს კი არ შეხვედრია. ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ავთანდილი საუნდერსს დაამარცხებდა, თუმცა...

თუმცა ახლა საუნდერსი კანელო ალვარესთან საბრძოლველად ემზადება და დიდი იმედი აქვს, რომ შანსს მიიღებს. კანელო კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივეა მსოფლიოში და კარიერაში მხოლოდ 1-ხელ დამარცხდა, ისიც 22 წლის ასაკში და ისიც, თავად ფლოიდ მეივეზერთან, რომელიც მას შემდეგ მუდმივად არიდებდა თავს მექსიკელთან ჩხუბს.




მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ არა ადამიანმა ბევრი ქართველი გააწამა ბრუკლინში. ოფლით და სისხლით ნაშოვნი წაართვა და ბევრი ცემით გახეთქა. ამას გარდა ქართველის მკვლელობაშიც ხელი აქვს გარეული.რატომ უჭერთ მხარს და რეკლამას უკეთებთ ამ ერთ უჯრედიანს? მსოფლიო ჩემპიონი ბოქსიორი რომ ერთი ვაი ქურდის ცუმბუშობას არჩევს უტვინობის დამადასტურებელია. თან თავიდანვე როგორც კი ამ ვაი ქურდს "კაცურად" გვერდში დაუდგა გააფრთხეილეს რომ პოლიციაც უთვალთვალებდა და ფედერალურიც ბიუროც. ამათ პირიქით გაილაღეს და უფრო მეტი დაატერორეს. თან მერე ქურდობის სტატუსიც მოუნდა მადა ჭამაში მოდისო. სანამ ამ ქურდ მაიჯმუნებს პატივს სცემს საქართველო ვერაფერს ვერ მივაღწევთ როგორც ერი. სირცხვილი თქვენ ჟურნალისტები თუ ხართ მიდით, გამოიკვლიეთ და დაწერეთ სიმართლე.
8
ak kinu lanzgavt chakuchas kompiuterchi, ro chamova sakartvelochi midit da galanzget pirchi utxarit rasac pikrobt, da tan saavadmkopos asanazgaurebeli puli gekaot xelchi.anda daanebet tavi am kacs tavisi gachirveba ekopa.
KUTAISELI
16:48 14-11-2019
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული