მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტურმა ექსჩემპიონმა, 53 წლის მაიკ ტაისონმა, კრივში დაბრუნების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ რამდენიმე საინტერესო წინადადება მიიღო. ლეგენდარულ მოკრივეს სხვადასხვა ქვეყნიდან უკავშირდებიან და რა თქმა უნდა, მასთან საინტერესო მებრძოლების დაპირისპირებას ცდილობენ.
რამდენიმე დღის წინ ტაისონს BKFC-ის ხელმძღვანელი დევიდ ფელდმანი დაუკავშირდა. BKFC არის ორგანიზაცია, რომლის მიერ მოწყობილ შეჯიბრებებში მებრძოლები კრივის წესებით ერთმანეთს ხელთათმანების გარეშე ებრძვიან.
"გარდა იმისა, რომ მაიკს გარანტირებული ჰონორარის სახით 20 მილიონი დოლარი შევთავაზეთ, მზად ვართ სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობაც განვიხილოთ. ტაისონის ვიდეოს ნახვამ, რომელშიც ის თათებზე მუშაობდა,
ღრმად შთაგვაგონა და მისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთება გადავწყვიტეთ", - განაცხადა ფელდმანმა.
აღსანიშნავია, რომ BKFC-ის პოპულარობა დღითი დღე იზრდება. ორგანიზაციას მებრძოლები, როგორც კრივიდან, ასევე MMA-დან ემატებიან.
კავკასიელების დამცველმა ტაისონთან ბრძოლა ისურვა
ნახეთ, რა ფორმაშია 53 წლის ტაისონი, რომელიც დაბრუნებისთვის ემზადება [VIDEO]